ბარსელონა 5-0 ანტვერპენი | მიმოხილვა

ბარსელონა 5-0 ანტვერპენი | მიმოხილვა

"ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში სახლში "ანტვერპენი" 5-0 გაანადგურა. 

"ბარსამ" პირველი გოლი მე-11 წუთზე გაიტანა: დიდებული კომბინაციისა და ილქაი გიუნდოგანის ასისტის შემდეგ მეტოქის კარი ჟოაუ ფელიშმა აიღო. მალევე რობერტ ლევანდოვსკიმ (19') უპირატესობა ორამდე გაზარდა - ფრენკი დე იონგმა ბრწყინვალე პასით "ანტვერპენის" მთელი ნახევარდაცვა და დაცვა გაჭრა, რის შემდეგაც ფელიშმა პოლონელს ჩაუწოდა და ანგარიში 2-0 გახდა.

ამ გოლიდან 3 წუთში სტუმართა ნახევარმცველმა, ჟელე ბატაიმ რაფინიას კარგი თამაშის შემდეგ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა - 3-0. ერთი მომენტი ბელგიელებმაც შექმნეს, მაგრამ მეტოქის დარტყმა ტერ შტეგენმა მოიგერია.

მეორე ტაიმში კატალონიელებმა კიდევ 2 გოლი გაიტანეს. 54-ე წუთზე გავიმ მარცხენა ფეხით სტუმართა ფრანგ მეკარეს შანსი არ დაუტოვა და ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გოლი გაიტანა. საბოლოო ანგარიში ჟოაუ ფელიშმა (მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი) დააფიქსირა, რომელმაც რაფინიას შესანიშნავი ჩაწოდების შემდეგ თავით შეაგდო - 5-0.

"ბარსელონამ" ბრწყინვალე ფეხბურთი ითამაშა და H ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფება. ჯგუფის მეორე შეხვედრაში "პორტუმ" "შახტარი" 3-1 დაამარცხა.

ფეხბურთელთა შეფასებები:

საინტერესო ფაქტები:

  • ლამინ იამალი "ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა, ზოგადად ტურნირის ისტორიაში კი მეორე ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტია;
  • რობერტ ლევანდოვსკი 35 წლისა და 29 დღის ასაკში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" რიგებში გოლი გაიტანა. მანამდე რეკორდი ჟერარ პიკეს ეკუთვნოდა, რომელმაც 2021 წელს, 34 წლისა და 260 დღის ასაკის "დინამო კიევს" გაუტანა;
  • 2003/04 წლების სეზონის შემდეგ, ჟოაუ ფელიში მე-4 ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" რიგებში სადებიუტო მატჩში გოლი და ასისტი მიითვალა. პორტუგალიელის გარდა ეს შედეგი მაქსი ლოპესს, სერხიო ბუსკეტსსა და ფერან ტორესს აქვთ;
  • რობერტ ლევანდოვსკიმ ევროტურნირებზე მე-100 გოლი გაიტანა. აღნიშნული მაჩვენებლით ის მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის ჩამორჩება;
  • "ბარსელონას" სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 2 ესპანელი ფეხბურთელი იყო, რაც 2020 წლის დეკემბრის ("ლევანტეს" წინააღმდეგ) შემდეგ პირველად მოხდა;
  • ჟოაუ ფელიში ბოლო 5 წლის განმავლობაში "ბარსას" პირველი ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე 20 წუთში გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა. ბოლოს ეს 2018 წელს ლეო მესიმ "ჩელსის" წინააღმდეგ შეძლო.
  • ჟოაუ ფელიში "ბარსელონას" ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩში 2 გოლი და ასისტი მიითვალა. 

"ბარსელონას" შემდეგი მატჩი ლა ლიგის ეგიდით, "სელტას" წინააღმდეგ (23 სექტემბერს) ელის, ჩემპიონთა ლიგაზე კი გუნდის მომდევნო მეტოქე "პორტუ" იქნება, რომელსაც 4 ოქტომბერს სტუმრად დაუპირისპირდება. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 19 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    Culé [?]
    #19 Wednesday, 16:21
    0
    შორს მიმავალ დასკვნებს მაინც მოვერიდებოდი. ანტვერპენია რა...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #18 Wednesday, 15:04
    0
    აქ რა მოსატანია და ატლეტიკო შემეცოდა, ბოლო წუთზე რო მეტოქის მეკარე თავით გაგითანაბრებს მართლა საცოდაობაა.
    Culé [?]
    #17 Wednesday, 09:03
    0
    ციტატა: cruyff9
    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    ორი რამ იკვეთება, ბალდე და რაფინია, ორივე დიდი პრობლემაა ლამაზი ფეხბურთისთვის, რაც გუნდი კომბინაციურ ფეხბურთზე გადავიდა ნელნელა იკვეთება რომ ბალდეც ინტელექტის ნაკლებობას განიცდის როგორც სხვა ზანგები, სისწრაფე აქვს , დრიბლინგი აქვს მაგრამ როცა საქმე ტვინზე მივა იქ იკვეთება უკვე მაგის ნაკლები, იმედი გაჩნდა და არის , მაგრამ არვფიქრობ რომ ალბას ნახევარზე მეტს შეძლებს, ეს უკონკურენტობა კიდრვ დიდ ზიანს აყენებს, მომავალ ზაფხულს მთავარი მიზანი პორტუგალიელების გამოსყიდვა უნდა იყოს, შემდეგ მარცხენა მცველი და ჩამშლელი

    რეებს იძახი))))))რა კლასნია ბალდე ხოარ გელანდებაღ რაღაცეები))))))პასტრელები თუ ვერ გადის ეგ არაფერი,,მაგის საქმე არცაა ეგ,,,დაცვაში დგას კლდესავით და უშეცდომოა ყველა ეპიზოდში,,,

    დაცვაში არაფერი კლდესავით არ დგას, ძალიან სწრაფია და ეს ფარავს მის შეცდომებს დაცვაში, ძლიერ გუნდთან როგორ დაფარავს ეგ საკითხავია კიდე, მე სულ სხვა რაღაცას ვამბობ, ტვინით თამაშზე მქონდა საუბარი, დანარჩენი ზანგებივით ვერც ეს აზროვნებს, დემბელეათქო არვამბობ მაგრამ გუშინ თუნდაც ყველა მისი გადაწყვეტილება იყო არასწორი, კომბინაციური თამაში უჭირს, ნებისმიერ გუნდში სადაც გაიგდე და გაეკიდეს თამაშობენ ყველგან გაქაჩავს უბრალოთ აზროვნება უჭირს, მოდი ალბას ნუ შევადარებთ, ესპანელი სხვა ლეველზე იყო და არის მაგმხრივ
    Culé [?]
    #16 Wednesday, 08:08
    0
    ციტატა: cruyff9
    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    ორი რამ იკვეთება, ბალდე და რაფინია, ორივე დიდი პრობლემაა ლამაზი ფეხბურთისთვის, რაც გუნდი კომბინაციურ ფეხბურთზე გადავიდა ნელნელა იკვეთება რომ ბალდეც ინტელექტის ნაკლებობას განიცდის როგორც სხვა ზანგები, სისწრაფე აქვს , დრიბლინგი აქვს მაგრამ როცა საქმე ტვინზე მივა იქ იკვეთება უკვე მაგის ნაკლები, იმედი გაჩნდა და არის , მაგრამ არვფიქრობ რომ ალბას ნახევარზე მეტს შეძლებს, ეს უკონკურენტობა კიდრვ დიდ ზიანს აყენებს, მომავალ ზაფხულს მთავარი მიზანი პორტუგალიელების გამოსყიდვა უნდა იყოს, შემდეგ მარცხენა მცველი და ჩამშლელი

    რეებს იძახი))))))რა კლასნია ბალდე ხოარ გელანდებაღ რაღაცეები))))))პასტრელები თუ ვერ გადის ეგ არაფერი,,მაგის საქმე არცაა ეგ,,,დაცვაში დგას კლდესავით და უშეცდომოა ყველა ეპიზოდში,,,

    10დან ვერცერთხელ რომ ვერ აწვდის საჯარიმოში მაგას არ უყურებთ? მიიღებს ბურთს ფლანგზე, ან წინ გაიგდებს და დაკარგავს ან შუაში შემოიწევა და უხერხულ პასს აკეთებს, ან კიდე აწვდის თავისაუწევლად და არტყამს პირველივე მცველს. ბალდეს ალბას წასვლის მერე კარგი მატჩი არ ჩაუტარებია, ნორმალური იყო რამდენიმე.
    Culé [?]
    #15 Wednesday, 07:58
    1
    ციტატა: KING_BARCA
    ციტატა: Rolex
    ციტატა: KING_BARCA
    ეს თუ კარგი თამაში იყო მაშინ ავშენებულვართ, თან ვისთან? ნწუ, ეს არიყო თამაში, ეს იყო ნეტა მე გავიტანო ნეტა მე, და მოდი აქედან დავარტყამ, ამასაც მოვატყუებ, და ესეთი ქლიავი თამაში, საერთოდ არ მომეწონა….

    რაში დაინახე ნეტა მე გავიტანო ფელიშის ასისტში ლევანდოვსკიზე თუ რაფინიას ასისტში ფელიშზე😃პირველ გოლზე რო თვალები დავხუჭოთ

    ზურგით რო დგეხარ მეტოქის კართან და დარტყმას ცდილობ ეგ არის უბნის ფეხბურთი, და კიდე ბევრი რამე მინაგავებული იყო, ფელიშის გოლი ჩარჩოშია ჩასასმელი ))) 5 გოლში ასისტი გასაკვირია ნაღდათ 😀 თუ მოგეწონა ეს თამაში გილოცავ , მე არმომეწონა და ვამბობ რო ეს იყო ცუდი თამაში

    ახლა რომ 2011 წლის ბარსა იყოს მაშინ დაგეთანხმებოდი და ვიტყოდი რომ ეს ცუდი თამაში იყო, მაგრამ ამ რეალობაში და ამ 1 0 გაწურულ თამაშებიდან გამომდინარე ეს ნამდვილად კარგი თამაში იყო და იმედი მეძლევა რომ კიდევ მოუმატებენ
    Culé [?]
    #14 Wednesday, 06:28
    0
    ციტატა: Rolex
    ციტატა: KING_BARCA
    ეს თუ კარგი თამაში იყო მაშინ ავშენებულვართ, თან ვისთან? ნწუ, ეს არიყო თამაში, ეს იყო ნეტა მე გავიტანო ნეტა მე, და მოდი აქედან დავარტყამ, ამასაც მოვატყუებ, და ესეთი ქლიავი თამაში, საერთოდ არ მომეწონა….

    რაში დაინახე ნეტა მე გავიტანო ფელიშის ასისტში ლევანდოვსკიზე თუ რაფინიას ასისტში ფელიშზე😃პირველ გოლზე რო თვალები დავხუჭოთ

    ზურგით რო დგეხარ მეტოქის კართან და დარტყმას ცდილობ ეგ არის უბნის ფეხბურთი, და კიდე ბევრი რამე მინაგავებული იყო, ფელიშის გოლი ჩარჩოშია ჩასასმელი ))) 5 გოლში ასისტი გასაკვირია ნაღდათ 😀 თუ მოგეწონა ეს თამაში გილოცავ , მე არმომეწონა და ვამბობ რო ეს იყო ცუდი თამაში
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული...
    გულშემატკივარი [?]
    #13 Wednesday, 05:13
    0
    ციტატა: KING_BARCA
    ეს თუ კარგი თამაში იყო მაშინ ავშენებულვართ, თან ვისთან? ნწუ, ეს არიყო თამაში, ეს იყო ნეტა მე გავიტანო ნეტა მე, და მოდი აქედან დავარტყამ, ამასაც მოვატყუებ, და ესეთი ქლიავი თამაში, საერთოდ არ მომეწონა….

    რაში დაინახე ნეტა მე გავიტანო ფელიშის ასისტში ლევანდოვსკიზე თუ რაფინიას ასისტში ფელიშზე😃პირველ გოლზე რო თვალები დავხუჭოთ
    Culé [?]
    #12 Wednesday, 04:08
    0
    ეს თუ კარგი თამაში იყო მაშინ ავშენებულვართ, თან ვისთან? ნწუ, ეს არიყო თამაში, ეს იყო ნეტა მე გავიტანო ნეტა მე, და მოდი აქედან დავარტყამ, ამასაც მოვატყუებ, და ესეთი ქლიავი თამაში, საერთოდ არ მომეწონა….
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული...
    ფანი [?]
    #11 Wednesday, 04:07
    0
    ციტატა: cruyff9
    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    ორი რამ იკვეთება, ბალდე და რაფინია, ორივე დიდი პრობლემაა ლამაზი ფეხბურთისთვის, რაც გუნდი კომბინაციურ ფეხბურთზე გადავიდა ნელნელა იკვეთება რომ ბალდეც ინტელექტის ნაკლებობას განიცდის როგორც სხვა ზანგები, სისწრაფე აქვს , დრიბლინგი აქვს მაგრამ როცა საქმე ტვინზე მივა იქ იკვეთება უკვე მაგის ნაკლები, იმედი გაჩნდა და არის , მაგრამ არვფიქრობ რომ ალბას ნახევარზე მეტს შეძლებს, ეს უკონკურენტობა კიდრვ დიდ ზიანს აყენებს, მომავალ ზაფხულს მთავარი მიზანი პორტუგალიელების გამოსყიდვა უნდა იყოს, შემდეგ მარცხენა მცველი და ჩამშლელი

    რეებს იძახი))))))რა კლასნია ბალდე ხოარ გელანდებაღ რაღაცეები))))))პასტრელები თუ ვერ გადის ეგ არაფერი,,მაგის საქმე არცაა ეგ,,,დაცვაში დგას კლდესავით და უშეცდომოა ყველა ეპიზოდში,,,

    დაცვაში ძალიან კარგია რაგინდა ბალდესტან არავინ არ უტევდა და იდგა ვინგერის პოზიციაზე რა ექნა აბა რაგაცით ხო უნდა გაეყვანა დრო? :დ თან ჩავი ტოვებს სპეციალურად მთლიან ფლანგზე ბალდეს მისი სისწრაფის იმედია აქვს და იცის რომ დაცვაც და შეტევაც თავისუფლად გამოუვა .მაგ მხარეს კარგახანს პრობლემა არ გვექნება
    ფანი [?]
    #10 Wednesday, 02:40
    6
    ნუ შეიძლება ახლებზე გვაქ აქცენტი და ყურადღება მიბყრობილი რაც რეალურიცაა. მაგრამ მე მაინც ფრენკის ვაქცევ ყურადღებას და მართლაც რომ ბედნიერებაა ასეთი ფეხბურთელის ყოლა.. მიკვირდა რომ იყო კატეგორია რომლებსაც სურდა მისი წასვლა ეხლა კი ვფიქრობ დროდადრო დარწმუნდებით რომ იმსახურებს ბარსაში თამაშს. ... წარმატებები ..
    Culé [?]
    #9 Wednesday, 01:37
    1
    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    ორი რამ იკვეთება, ბალდე და რაფინია, ორივე დიდი პრობლემაა ლამაზი ფეხბურთისთვის, რაც გუნდი კომბინაციურ ფეხბურთზე გადავიდა ნელნელა იკვეთება რომ ბალდეც ინტელექტის ნაკლებობას განიცდის როგორც სხვა ზანგები, სისწრაფე აქვს , დრიბლინგი აქვს მაგრამ როცა საქმე ტვინზე მივა იქ იკვეთება უკვე მაგის ნაკლები, იმედი გაჩნდა და არის , მაგრამ არვფიქრობ რომ ალბას ნახევარზე მეტს შეძლებს, ეს უკონკურენტობა კიდრვ დიდ ზიანს აყენებს, მომავალ ზაფხულს მთავარი მიზანი პორტუგალიელების გამოსყიდვა უნდა იყოს, შემდეგ მარცხენა მცველი და ჩამშლელი

    რეებს იძახი))))))რა კლასნია ბალდე ხოარ გელანდებაღ რაღაცეები))))))პასტრელები თუ ვერ გადის ეგ არაფერი,,მაგის საქმე არცაა ეგ,,,დაცვაში დგას კლდესავით და უშეცდომოა ყველა ეპიზოდში,,,
    Culé [?]
    #8 Wednesday, 01:33
    6
    უბრალოდ ჟოაო... ჯერ კიდევ ბენფიკადან მოყოლებული ვამბობდი რომ ეს ბიჭი შეცვლიდა მხოლოდ ნეიმარს და აუცილებელი იყო მისი ყიდვა.. ატლეტიკოში რომ გადავიდა ზუსტად ვიცოდი რომ მის მთელ შესაძლებლობებს დაკარგავდა და ჩაქრებოდა რადგან არაა მისი გუნდი , ამ ბიჭს შემტევი გუნდი ჭირდებოდა , მაინც ვიძახდი რომ მაშინაც დიდი სიამოვნებით წამოვიყვანდი და გავცვლიდი გრიზმანში.. ჩელსიში გატარებული დრო არაფერში ითვლება.. დიდ კომენტარსაც გავაშვანშალებ თუ რატომ იყო საჭირო და რა შემოიტანა ფელიქსმა გუნდში და როგორი მნიშვნელობის ფეხბურთელად ყალიბდება.. კანსელუ ხო საერთოდ , იმსახურებს ეს კაციც დიდ კომენტარს 😂 საერთო ჯამში როგორც ვამბობდი სანაკრებოს შემდეგ სხვა ბარსას ვიხილავთ მეთქი ეგრეა ზუსტად.. ახლა ერთი რამ მაშინებს , პედრი და არაუხო .. როგორ ჩაჯდებიან , რას შეცვლიან , ახლა თითქოს დაბალანსებულია გუნდი და არ მინდა აირიოს , ვნახოთ , იმედია მოაგვარებს ხავი მაგასაც , მანამდე კი დავტკბეთ ამ გუნდით
    Culé [?]
    #7 Wednesday, 01:33
    7
    ნელნელა კიდევ მოუმატებენ და დავბრუნდებით იქ სადაც ჩვენი ადგილია
    Culé [?]
    #6 Wednesday, 01:31
    8
    კარგი მატჩი იყო, მომენტების გამოყენების პრობლემა მაინც არის აღმოსაფხვრელი. ანტვერპენი ძალიან სუსტი მეტოქეა და დასკვნებისთვის არ გამოდგება.
    Culé [?]
    #5 Wednesday, 01:28
    1
    ორი რამ იკვეთება, ბალდე და რაფინია, ორივე დიდი პრობლემაა ლამაზი ფეხბურთისთვის, რაც გუნდი კომბინაციურ ფეხბურთზე გადავიდა ნელნელა იკვეთება რომ ბალდეც ინტელექტის ნაკლებობას განიცდის როგორც სხვა ზანგები, სისწრაფე აქვს , დრიბლინგი აქვს მაგრამ როცა საქმე ტვინზე მივა იქ იკვეთება უკვე მაგის ნაკლები, იმედი გაჩნდა და არის , მაგრამ არვფიქრობ რომ ალბას ნახევარზე მეტს შეძლებს, ეს უკონკურენტობა კიდრვ დიდ ზიანს აყენებს, მომავალ ზაფხულს მთავარი მიზანი პორტუგალიელების გამოსყიდვა უნდა იყოს, შემდეგ მარცხენა მცველი და ჩამშლელი
    გულშემატკივარი [?]
    #4 Wednesday, 01:28
    4
    ციტატა: Messi 10
    მარტო მე ვამჩნევ რომ გავი და ფელიქსი საოცარ დუეტად ყალიბდება ? მოედანზეც და მის მიღმაც 😊 სალაპარაკო არაფერია უმაგრეს ფორმაში ვართ ნებისმიერი მოუშვით განსაკუთრებით მადრიდელები უნდა დავღეჭოთ ეგენი რომ ცოტახანი დაოკდნენ 😏

    კარგ დროს კრიფავს გუნდი ფორმას.რეალი ვერ გაძლებს დიდი ხანი არ ყავთ შემტევები და რაც იფრო მეტი ქულით გავალთ წინ უკეთესია მთლიანად ლიგაზე გადავერთვებით და იქნებ გამოვკრათ ხელი რამეს😃
    ფრენკს ძეგლი დაიდგით 2 სეზოჯია გუნდს დაათრევს
    წევრი [?]
    #3 Wednesday, 01:24
    3
    მარტო მე ვამჩნევ რომ გავი და ფელიქსი საოცარ დუეტად ყალიბდება ? მოედანზეც და მის მიღმაც 😊 სალაპარაკო არაფერია უმაგრეს ფორმაში ვართ ნებისმიერი მოუშვით განსაკუთრებით მადრიდელები უნდა დავღეჭოთ ეგენი რომ ცოტახანი დაოკდნენ 😏
    Culé [?]
    #2 Wednesday, 01:24
    3
    რაფინიას სერიოზული პადაჩა აქვს!!
    ფანი [?]
    #1 Wednesday, 01:19
    6
    ჩავი ოთხიდან ხუთზე გადავიდა 😃👀