ბარსელონა-ანტვერპენი | მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-ანტვერპენი | მატჩისწინა მიმოხილვა

  • თამაშის დრო: სამშაბათი, 19 სექტემბერი, 23:00

ჩემპიონთა ლიგის ახალ გათამაშებას კარგი განწყობით ვხვდებით. სუსტი ჯგუფი, ჯგუფის უსუსტესი წევრი პირველივე მატჩში საკუთარ მოედანზე და რაც მთავარია, წინა შეხვედრიდან გამოყოლილი იმედები.

სათამაშო ფორმა

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში "ბარსელონამ" ის თამაში აჩვენა, რომელსაც გულშემატკივრები ელიან. "რეალ ბეტისი" ბრწყინვალე სტილში 5-0 გავანადგურეთ, რაშიც დიდი როლი გუნდის პორტუგალიელმა ახალწვეულებმა, ჟოაუ ფელიშმა და ჟოაუ კანსელუმ ითამაშეს.

5 ტურის შემდეგ 4 მოგებითა და 1 ფრით "ბარსა" ლა ლიგაში მე-2 ადგილს იკავებს.

"ანტვერპენი" სეზონის სტარტზე კარგად გამოიყურება. ბელგიის მოქმედმა ჩემპიონებმა 6 თამაშიდან 3 მოიგეს და მხოლოდ ერთი წააგეს, ისიც "ანდერლეხტთან" სტუმრად. მარკ ვან ბომელის გუნდს 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

"ანტვერპენის" კარგი შედეგები ძირითადად საკუთარ კედლებში გამართულ შეხვედრებზე მოდის. ბელგიის ჩემპიონატში ჩატარებულ ბოლო 6 გასვლით მატჩში სამეფო კლუბმა მხოლოდ 1 მოიგო, ისიც გასულ ტურში.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში "ანტვერპენს" 2 თამაშის ჩატარება უკვე მოუხდა. ფლეი ოფის ეტაპზე ბელგიელებმა ბერძნული აეკ ორივე მატჩში დაამარცხეს - შინ 1-0 და სტუმრად 2-1.

დანაკლისი

"ბარსელონას" კვლავ არ ეყოლება გუნდის ლიდერები, პედრი და რონალდ არაუხო.

სტუმრებს კი ენგელსის, დე ვოლფისა და კორბანიეს გარეშე თამაში მოუწევთ.

ურთიერთშეხვედრები

ამ გუნდებს აქამდე ერთმანეთთან მხოლოდ ორჯერ უთამაშიათ. 1965 წელს ბაზრობათა თასის (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) მეორე ეტაპზე კატალონიელები სტუმრად 1-2 დამარცხდნენ, მაგრამ შინ მათ 2-0 მოიგეს.

არბიტრი

შეხვედრას 40 წლის რუმინელი არბიტრი რადუ პეტრესკუ განსჯის.

პეტრესკუ 2007 წლიდან მსაჯობს, 2013 წელს მას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ანდეს, ფინალურ ეტაპზე კი ჯერ მხოლოდ ერთხელ უმსაჯია - 2022 წელს "ბარსელონამ" "პლზენი" სტუმრად 4-2 დაამარცხა.

რადუ პეტრესკუს სტატისტიკა "ბარსელონასა" და "ანტვერპენის" თამაშებში:

ბარსელონა ანტვერპენი
თამაში 1 0
მოგება 1 0
ფრე 0 0
წაგება 0 0
მოგების % 100% 0%
სასარგებლოდ დანიშნული პენალტი 0 0
საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი 1 0
სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი 0 0
საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი 0 0

სტატისტიკა

  • "ბარსელონა" დღევანდელ მატჩს მოგებათა 4-მატჩიანი სერიით ხვდება;
  • "ბარსელონა" ბოლო 4 თამაშში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
  • "ბარსელონას" ბოლო 5 თამაშიდან ოთხში მსაჯები 5 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
  • "ანტვერპენი" დღევანდელ მატჩს 6-მატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება;
  • "ანტვერპენი" ბოლო 6 თამაშიდან ხუთში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
  • "ანტვერპენმა" ბოლო 6 თამაშიდან ხუთში პირველი ტაიმი მოიგო;
  • "ანტვერპენის" ბოლო 8 თამაშიდან ექვსში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • ტოტალიზატორები "ბარსელონას" მოგებას კოეფიციენტს 1.2 ანიჭებენ, რაც მოგების 83%-იან შანსს უდრის, "ბარსა" კი ასეთი თამაშების 75%-ს იგებს.

ჩავი მატჩის წინ

ძალიან გახარებული ვარ. გუნდში პოზიტიური განწყობაა. ვიმედოვნებთ, ევროტურნირებზე გასულ წლებთან შედარებით უკეთ ვიასპარეზებთ. 

გვინდა, ტურნირი კარგად დავიწყოთ, პირველივე ტურიდან ჯგუფის ლიდერები გავხდეთ და მოედანზე ჩვენი დონე ვაჩვენოთ.

ჩავის კომენტარი სრულად

სავარაუდო შემადგენლობები

UEFA

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კანსელუ, კუნდე, კრისტენსენი, ალონსო, რომეუ, დე იონგი, გიუნდოგანი, ტორესი, ლევანდოვსკი, ფელიში.

Sport

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კანსელუ, კუნდე, კრისტენსენი, ბალდე, რომეუ, დე იონგი, გიუნდოგანი, რაფინია, ლევანდოვსკი, გავი.

Mundo Deportivo

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კანსელუ, კუნდე, კრისტენსენი, ბალდე, დე იონგი, გავი, გიუნდოგანი, რაფინია, ლევანდოვსკი, ფელიში.

Marca

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კანსელუ, კუნდე, კრისტენსენი, ბალდე, რომეუ, დე იონგი, გიუნდოგანი, იამალი, ლევანდოვსკი, გავი.

AS

ბარსელონა (4-2-3-1): ტერ შტეგენი, კანსელუ, კუნდე, დე იონგი, ბალდე, რომეუ, გიუნდოგანი, გავი, რაფინია, ლევანდოვსკი, ფელიში.

პროგნოზი

  • WhoScored: 3-0
  • Sportsmole: 3-0
  • Sportskeeda: 3-1

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 Wednesday, 15:19
    0
    ციტატა: Magician
    ჩემპიონთა ლიგის დამაჯერებელი მოგებით დაწყება მნიშვნელოვანი ამბავია. "ბეტისთან" თამაშის გამეორება სასიამოვნო იქნებოდა <3

    ხოდა გაიმეორეს ბიჭებმა.
    Culé [?]
    #3 Tuesday, 17:07
    1
    Ვიგებთ barca-1 barca-3 barca-5 barca-4
    გულშემატკივარი [?]
    #2 Tuesday, 16:57
    1
    იგივე შემადგენლობა უნდა დააყენოს არც რაფინია არც იამალი არც გუნდო ზუსატდ იგივე შემადგენლობა უნდა იდგეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 Tuesday, 16:27
    4
    ჩემპიონთა ლიგის დამაჯერებელი მოგებით დაწყება მნიშვნელოვანი ამბავია. "ბეტისთან" თამაშის გამეორება სასიამოვნო იქნებოდა <3
    --------------------
    GRACIES JOHAN...