ბარსელონა იმედოვნებს, რომ პედრი ელ კლასიკოსთვის მზად იქნება

Sport-ის ინფორმაციით, პედრი გონსალესის დაბრუნება "ელ კლასიკოში" იგეგმება.
ესპანელი ნახევარმცველის გამოჯანმრთელების პროცესი სწრაფად არ მიმდინარეობს. ამასთან, კლუბს გარისკვა არ სურს, ამიტომ, ფეხბურთელი მოედანს მაშინ დაუბრუნდება, როდესაც სათამაშოდ 100%-ით მზად იქნება. კლუბში ვარაუდობენ, რომ პედრი "სამეფო კლუბის" წინააღმდეგ ასპარეზობას შეძლებს.
"ბარსელონა" და "რეალ მადრიდი" ერთმანეთს ლა ლიგის მე-11 ტურში, 28 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:15 საათზე დაუპირისპირდებიან.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 10 ]