ჩავი ერნანდესი ბეტისთან მატჩის შემდეგ

ჩავი ერნანდესის კომენტარი "ბეტისთან" მატჩის შემდეგ:
გიჟური მატჩი იყო. დღეს თავი ისე ვიგრძენი, თითქოს "კამპ ნოუზე" ვიყავი. მთელი გუნდი შესანიშნავი იყო, ისევე, როგორც სტადიონზე არსებული ატმოსფერო - ფანები ძალიან გვჭირდება.
ჟოაუები უმაღლეს დონეზე არიან. მათი სიდიადე სავარჯიშო სესიებზეც ჩანს. ისინი ფიზიკურად ძლიერები არიან, თამაშს კითხულობენ და გუნდს აძლიერებენ. ორივე მათგანი ოცნება "ბარსაში" თამაში იყო და ახლა იქ არიან, სადაც ყოფა სურთ - ამით უნდა ვისარგებლოთ.
შემტევების არჩევა ძალიან მიჭირს, მაგრამ კონკურენცია გუნდისთვის იდეალურია.
დღეს "ბარსელონამ" ჩემს ხელში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. სტრუქტურა შევცვალეთ, ფელიში შუაში თამაშობდა და ხაზების გარღვევას ცდილობდა. ვდომინირებდით. ეს სრულყოფილი პერფორმანსი არ ყოფილა, მაგრამ გუნდი ბევრ ასპექტში შესანიშნავი იყო. კმაყოფილი ვარ.
ზაფხულში ფერანმა მითხრა, რომ რჩებოდა. მისი მიზანი ყოველთვის "ბარსელონაში" წარმატება იყო. ტორესმა სიტუაცია შემოატრიალა, მიუხედავად იმისა, რომ მისი თითქმის არავის სჯეროდა. ფერანს საოცარი მენტალიტეტი აქვს.
ლევანდოვსკიმ 2 ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა. ვხედავ, რომ ის ბედნიერია და გუნდს ეხმარება.
ახლა ჩემპიონთა ლიგაზეც ჩავერთვებით, რაც ჩვენთვის მიმდინარე სეზონში ძალიან მნიშვნელოვანია. ენთუზიაზმითა და ოპტიმიზმით ვითამაშებთ.
გავი გუნდს ინტენსიურობას, ხასიათსა და ემოციას სძენს... ვიტყოდი, რომ ის "ბარსას" გულია.
ყველაფერი იდეალურად არაა... ბურთი ბევრჯერ დავკარგეთ, რაც დაუშვებელია. 0-0-ზე მეტოქეს გატანა შეეძლო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]