ფეხბურთელთა კომენტარები ბეტისთან მატჩის შემდეგ

ფეხბურთელთა კომენტარები ბეტისთან მატჩის შემდეგ

ფეხბურთელთა კომენტარები "ბეტისთან" მატჩის შემდეგ:

ჟოაუ ფელიში:

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სასტარტო შემადგენლობაში მოვხვდი. ამ გუნდში თამაში და გოლების გატანა ძალიან მარტივია. 

თითოეულ ფეხბურთელს კარგი მატჩი ჰქონდა. შემადგენლობა ძალიან კარგია.

მნიშვნელოვანია, რომ ლევანდოვსკიმ გაიტანა, რადგან ცენტრფორვარდი გოლებით ცოცხლობს.

ვმუშაობ, რომ უმაღლეს დონეს მივაღწიო. აქ გუნდის დასახმარებლად ვარ. "ბარსაში" ტრანსფერი ჩემთვისა და ჩემი ოჯახისთვის დიდებული ნაბიჯია.

ფერან ტორესი:

დიდებული დამრტყმელები გვყავს და შეიძლება, ჯარიმა სხვასაც გაეტანა. არ ვიცოდი, რომ "ბარსელონას" საჯარიმო დარტყმიდან ამდენი ხანი არ გაუტანია.

ცოტათი გამიმართლა, რადგან მინდოდა, ბურთი ცოცხალ კედელს გადამეტარებინა, მაგრამ გვერდიდან შემოუარა. როცა ყველაფერი კარგად მიდის, გოლებს ასეც იტან.

ჩავის სიტყვები მოტივაციას მაძლევს. დამატებითი ვარჯიშებიც ძალიან მეხმარება. თავდაჯერებული ვარ და მუშაობას გავაგრძელებ.

გუნდი ბოლო 2 ტრანსფერით ძალიან გაძლიერდა. სოლიდური კოლექტივი ვართ და შეგვიძლია, ფანებს სიხარული დავუბრუნოთ.

რაფინია:

ყოველთვის ვამბობ, რომ კონკურენცია შესანიშნავია. დიდებული გუნდი გვყავს და ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია.

მოგებით ძალიან ბედნიერები ვართ.

მარკ ბარტრა (ბეტისი):

ვფიქრობ, "ბარსელონამ" გვაჯობა. პირველ ტაიმში 2-3 საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ ასეთი მატჩების ბედს პატარა დეტალები წყვეტს.

მეორე ტაიმში ისინი ჩვენზე ბევრად უკეთესები იყვნენ. "ბარსას" ძალიან კარგი გუნდი ჰყავს და შეცდომებს არ უშვებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #5 17 სექტემბერი 2023 22:31
    1
    - "დიდებული დამრტყმელები გვყავს და შეიძლება, ჯარიმა სხვასაც გაეტანა"- იმდენად კარგი დამრტყმელები გვყავს, რომ თუ ჯარიმიდან მესის გოლის თარიღი თუ ზუსტად გვახსოვს, საერთოდ ვერ ვიხსენებ როდის დაარტყეს ბოლოს შორიდან. თუ არ ვცდები ფერმინ ლოპესმა რეალს გაუტანა გოლი.
    - "არ ვიცოდი, რომ "ბარსელონას" საჯარიმო დარტყმიდან ამდენი ხანი არ გაუტანია" - აი მაგაშია პრობლემა, რომ არც იციან კლუბში რა ხდეოდა და ხდება. ყეყეჩის გამონათქვამია.
    - "ცოტათი გამიმართლა, რადგან მინდოდა, ბურთი ცოცხალ კედელს გადამეტარებინა, მაგრამ გვერდიდან შემოუარა. როცა ყველაფერი კარგად მიდის, გოლებს ასეც იტან" - ხალხს ეგონა როგორც იქნა ისწავლა ვიღაცამ საჯარიმოს დარტმა, ამას კიდევ საერთოდ გაუფუჭებია ეგ დარტყმა. ზემოდან თუ უნდოდა კედელზე გადატარება და ბურთმა გვერდიდან მოუარა კედელს, გაუფუჭებია აბა რა ჰქვია ამას? გოლი კიდევ მაღალმა ჩვენმა გაიტანა. მაგრამ გოლი გასულია საჯარიმოდან და რომ არ გაეშიფრა, ყველას ეგონებოდა რომ ასე ჩაიფიქრა.
    ოღონდ ურჩევ ტორესს, რომ თავი რობერთო კარლოსი არ ეგონოს..... smile smile smile

    ძალიან გამამხიარულა ამ გამონათქვამებმა...... smiley
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 17 სექტემბერი 2023 18:57
    1
    ციტატა: Rick Sanchez
    რაფინიას სრულიად ვეთანხმები და ტორესს მალადეც, მიუხედავად იმისა რომ სხვანაირად არტყავდა😅❤️

    ნეტავ ყოველდღე ეგრე "შეეშალოს" კარისკენ დარტყმა.
    გულშემატკივარი [?]
    #3 17 სექტემბერი 2023 02:51
    1
    ციტატა: Rick Sanchez
    რაფინიას სრულიად ვეთანხმები და ტორესს მალადეც, მიუხედავად იმისა რომ სხვანაირად არტყავდა😅❤️

    დიდი ალბათობით არასწორადაა ნათარგმნი და ქვევიდან გატარება იგულისხმა სხვანაირად შეუძლებელია რო მაღალი დარტყმული ასე იდეალურად დაბალი დარტყმული გამოსულიყო
    ფანი [?]
    #2 17 სექტემბერი 2023 02:13
    9
    Dges xavis 10iani. Tertmeteuli idealurad daayena, kombinaciebi igrdznoboda da 400 chawodeba ar iyo sajarimoshi, shecvlebi droulad da sworad gaaketa. Ase gaavrdzelos mtavaria, erti tamashi kargia magram stabilurobaa sachiro. Didi pativiscema betiss, magram faqtia eg gundi chveni sazomi araa, plius is mekarec shemecoda, uket ro etamasha 5-0 aramgonia yofiliyo. Aseti magali xarisxi top clubebtan davdot da mere Xavis axali kontraqti bevrad ufro legitimuri iqneba vidre axlaa
    Culé [?]
    #1 17 სექტემბერი 2023 01:59
    6
    რაფინიას სრულიად ვეთანხმები და ტორესს მალადეც, მიუხედავად იმისა რომ სხვანაირად არტყავდა😅❤️