ჩავი რომეუს ალტერნატივად მარკ კასადოს განიხილავს

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ჩავი ორიოლ რომეუს დუბლიორად მარკ კასადოს განიხილავს.
კლუბის ტექნიკურმა შტაბმა ჩავის მოუწოდა, რომ კასადოს აუცილებლად მისცეს თავის გამოჩენის შესაძლებლობა.
ესპანელი ფეხბურთელის მიმართ გასულ ზაფხულში დიდი ინტერესი იყო, თუმცა "ბარსელონამ" ყველა შემოთავაზება დაბლოკა. კლუბი კასადოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას უახლოეს პერიოდში შეეცდება.
ბოლოს გავრცელებული ცნობების მიხედვით, "ბლაუგრანას" ზამთრის სატრანსფერი ფანჯარაზე საყრდენის დამატება აუცილებლად სურს. "ბარსას" რადარზე გვიდო როდრიგესი, ჟოაუ პალინია, ჟორჟინიო და ფლორენტინუ ლუიში არიან.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]