დეკუს ბარსელონაში ვანდერსონის მოყვანა სურს

ადრიან სანჩესის ინფორმაციით, დეკუს "ბარსაში" ვანდერსონ დე ოლივეირა კამპოსის ხილვა სურს.
ვანდერსონი ამჟამად "მონაკოს" ღირსებას იცავს. კატალონიური კლუბი განაპირა მცველის დამატებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზეც ცდილობდა, თუმცა გუნდმა საბოლოო არჩევანი ჟოაუ კანსელუზე გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელი "ბლაუგრანას" 1 წლიანი იჯარით შეუერთდა, კონტრაქტში გამოსყიდვის პუნქტი არ დევს.
ამავე ჟურნალისტის ცნობით, "ბარსელონა" 2024 წელს ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერს კვლავ მიუბრუნდება.
ვანდერსონი ამპულით მარჯვენა მცველია, თუმცა მას მარჯვენა ნახევარმცველად და გარემარბადაც შუძლია თამაში.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]