ბარსელონას ფრენკი დე იონგთან მოლაპარაკებების დაწყება სურს

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" ფრენკი დე იონგთან მარკ-ანდრე ტერ შტეგენის მსგავსი კონტრაქტის გაფორმება სურს: ხელშეკრულების გახანგრძლივება და ხელფასის უფრო მეტ წელზე გადანაწილება.
"ბარსას" ახალ სპორტულ დირექტორს, დეკუს ნიდერლანდელის აგენტებთან ურთიერთობის დალაგება მოუწევს, რადგან მათ არ მოსწონთ, რომ კატალონიურმა კლუბმა გასულ წელს ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა.
დე იონგის გარემოცვა ამბობს, რომ მოთამაშეს "ბარსელონასთან" კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს და მოლაპარაკებების დაწყების საჭიროებას ვერ ხედავენ. გარდა ამისა, მათ სურთ, დარწმუნდნენ, რომ ფრენკი მომდევნო წლებში გუნდში მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება.
სანამ მხარეები მოლაპარაკებებს დაიწყებენ, დე იონგს მხოლოდ ფეხბურთზე ფოკუსირება და თავისი დიდებული ფორმის შენარჩუნება სურს. "ბლაუგრანასადმი" მისი ერთგულება ტოტალურია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]