ოფიციალურად: ჟორდი ალბამ სანაკრებო კარიერა დაასრულა

"ბარსელონას" ლეგენდამ და "ინტერ მაიამის" ამჟამინდელმა მარცხენა მცველმა, ჟორდი ალბამ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
მინდა, ყველა იმ ადამიანს, ვინც ნაკრებთან ერთადერთ ამ დიდებული თავგადასავლის დროს ჩემ გვერდით იყო, მადლობა გადავუხადო.
ამ მაისურის ტარება და დაუვიწყარი მომენტების გაზიარება დიდი პატივი იყო. ყველა თქვენგანი მომენატრება.
მადლობას გიხდით მთელი გულით ❤️⚽
- დაწერა ალბამ.
ნაკრებში ჟორდის დებიუტი 2011 წელს, შოტლანდიის წინააღმდეგ შედგა. "ფურია როხას" რიგებში მან ევროპის ჩემპიონატი (2012) და ერთა ლიგა (2023) მოიგო. ამასთან, ლეგენდარული ესპანელის ანგარიშზე 93 მატჩი და 10 გოლია. სერხიო ბუსკეტსის ნაკრებიდან წასვლის (2022) შემდეგ კი ის კაპიტანიც გახდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]