ლამინ იამალი - მესამე ყველაზე ახალგაზრდა ევროპელი გამტანი ისტორიაში

დღეს საქართველოს წინააღმდეგ ესპანეთის ნაკრებში ლამინ იამალის დებიუტი შედგა.
"ბარსელონას" ფეხბურთელი 16 წლისა და 57 დღისაა, რაც ნიშნავს, რომ ის "ფურია როხას" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა და გავის რეკორდი მოხსნა.
ამასთან, ლამინმა გოლიც გაიტანა და, OptaJose-ს ინფორმაიცით, ისტორიაში მე-3 ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, ვინც ევროპული ქვეყნისთვის გოლი გაიტანა. იამალი მხოლოდ სემ ჯონსტონს (რომელმაც 1882 წელს ჩრდილოეთ ირლანდიის რიგებში 15 წლისა და 160 დღის ასაკში გაიტანა) და იოჟეფ ჰორვატს (რომელმაც 1906 წელს უნგრეთის რიგებში 16 წლისა და 12 დღის ასაკში გაიტანა) ჩამორჩება.
საინტერესოა, რომ 2020 წელს ანსუ ფატი ესპანეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამტანი გახდა, 2022 წელს მისი რეკორდი გავიმ დაამხო, 1 წლის შემდეგ კი გავის შედეგი იამალმა გააუმჯობესა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]