ესპანეთმა საქართველო 7-1 დაამარცხა | ლამინ იამალის დებიუტი და პირველი გოლი ნაკრებში

2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 ტურში, თბილისში ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრები 7-1 დაამარცხა.
"ფურია როხამ" ანგარიში 22-ე წუთზე გახსნა - მარკო ასენსიოს პასის შემდეგ ალვარო მორატამ თავური დარტყმით გაიტანა. მალევე საბა კვირკველიამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 38-ე წუთზე დანი ოლმომ სხვაობა 3-მდე გაზარდა, მე-40 წუთზე კი მორატამ დუბლი შეასრულა და პირველი ტაიმი 0-4 დასრულდა.
მეორე ნახევარი საქართველომ კარგად დაიწყო და 49-ე წუთზე, ცვლილებაზე შემოსულმა გიორგი ჩაკვეტაძემ 1 გოლი გაქვითა. მიუხედავად ამისა, უპირატესობა კვლავ ესპანეთის ნაკრებმა მოიპოვა და ვილი სანიოლის გუნდს კიდევ 3 გოლი გაუტანა: 66-ე წუთზე ალვარო მორატამ ჰეთ-თრიქი გაიფორმა, ამ მომენტიდან 2 წუთში ნიკო უილიამსმა ანგარიში 6-1 გახადა, 74-ე წუთზე კი ესპანეთის მაისურით სადებიუტო მატჩში ლამინ იამალმაც გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 1-7.
"ბარსელონადან" გავიმ და იამალმა ითამაშეს, ალექს ბალდე კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
ლამინ იამალის გოლი:
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]