სერხიო ბუსკეტსი: ლუის რუბიალესის ქმედება მიუღებელია

სერხიო ბუსკეტსი: ლუის რუბიალესის ქმედება მიუღებელია

"ბარსელონას" ლეგენდამ და "ინტერ მაიამის" ამჟამინდელმა ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დროს ლუის რუბიალესის ქმედებაზე ისაუბრა:

როგორც პიროვნება და 3 ქალიშვილის მამა, რუბიალესის საქციელს ვგმობ. ჯენისა და თითოეულ მოთამაშეს მხარს ვუჭერ.

ვფიქრობ, რომ მსგავი რამე არ უნდა დავუშვათ. ამან ისეთი დიდებული მიღწევა დარჩრდილა, როგორიც მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაა. ამის ნაცვლად, პრეზიდენტის წინააღმდეგ უნდა ვიმოქმედოთ, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს. ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის იმიჯს აზიანებს. 

გავრცელებული ცნობებით, ჯენი ერმოსომ ლუის რუბიალესს სექსუალურ შევიწროებაში ბრალი დასდო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 7 სექტემბერი 2023 16:53
    1
    მერე ამ ჩემისამ იმ ჯენი ერმოსოზე უკეთესი ვეღარავინ აარჩია, რას გავს. იმისთანა ქალები ყავს ნაკრებში.
    Culé [?]
    #2 7 სექტემბერი 2023 01:33
    0
    მიეცა კაცს ზასავის შანსი და გამოიყენა. რას ერჩით?😀
    ფანი [?]
    #1 6 სექტემბერი 2023 23:57
    3
    სერიოზული სკანდალია ესპანეთში.