ტერ შტეგენი: გერმანიის ნაკრებში პირველ ნომრობას დიდხანს ველოდი
მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა გერმანიის ნაკრებში პირველ ნომრობაზე ისაუბრა:
ნაკრების პირველი მეკარე ვარ - ამ მომენტს დიდი ხანი ველოდი და მინდა, მიღებული შესაძლებლობა გამოვიყენო. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ადგილი შევინარჩუნო.
არ ვიცი, მანუ (ნოიერი) რეაბილიტაციის რა ეტაპზეა. ვნახე, რომ ის მოედანზე ვარჯიშობს, რაც ძალიან მიხარია. ასეთი სერიოზული ტრავმის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, მოედანზე დაბრუნებაა. ვიმედოვნებ, ის ფეხბურთით კვლავ ისიამოვნებს.
მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ არ მახსოვს, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რა მოხდა. ვფიქრობ, ახლა სიტუაცია განსხვავებულია. 2017 წელს მანუ ულაპარაკოდ პირველი ნომერი იყო, მაგრამ თავი გამოვიჩინე და იმედი მქონდა, რომ მუნდიალზე მე ვითამაშებდი. ეს მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო. მას მე ვერ ვეტყვი, რა გააკეთოს. ახლა მხოლოდ მომდევნო 2 მატჩზე ვარ ფოკუსირებული.
ტერ შტეგენის გერმანია სექტემბრის სანაკრებო პაუზაზე იაპონიასა და საფრანგეთს ამხანაგურად დაუპირისპირდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]