მატეუ ალემანის წასვლამ, შესაძლოა, ბარსასა და ფრენკი დე იონგს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაალაგოს

ტონი ხუანმარტის ინფორმაციით, 2022 წლის ზაფხულში "ბარსელონასა" და ფრენკი დე იონგს შორის ურთიერთობა იმის გამო დაიძაბა, რომ პრესაში ნიდერლანდელის კონტრაქტის დეტალები გავრცელდა, რათა მასზე ზეწოლა გაეზარდათ.
მიუხედავად ამისა, ფრენკი დე იონგმა "ბარსადან" წასვლაზე უარი განაცხადა და ოცნების კლუბში თამაშს აგრძელებს. ახლა სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია - ფრენკი ბრწყინვალე ფორმაშია და კლუბის ერთ-ერთ კაპიტნადაც დასახელდა.
წყაროს ცნობით, გუნდიდან მატეუ ალემანის წასვლამ, შესაძლოა, "ბარსელონასა" და ფრენკი დე იონგს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გააუმჯობესოს, რადგან ფეხბურთელის გარემოცვა ფიქრობს, რომ 2022 წლის ზაფხულში მომხდარის უკან სწორედ ალემანი დგას.
კატალონიურ გრანდს სურს, მომავალ ზაფხულში ნიდერლანდელს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს, რადგან მისი ამჟამინდელი ხელშეკრულება 2026 წელს იწურება. მოლაპარაკებებს დეკუ გაუძღვება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]