ბარსელონა 16 წლის არგენტინელ ტალანტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

Jijantes-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" "ველეს სარსფილდის" 16 წლის არგენტინელ ნახევარმცველს, ალვარო მონტოროს აკვირდება.
"ბარსა" ახალგაზრდა ფეხბურთელის გარემოცვასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს - მხარეები იმედოვნებენ, რომ ტრანსფერი ზამთარში შედგება.
2 წლის წინ კატალონიურმა კლუბმა მონტოროზე დასაკვირვებლად არგენტინაში სკაუტები გააგზავნა. ფეხბურთელით "ვილიარეალი", "სევილია" და "ფიორენტინაც" ინტერესდებიან, მაგრამ მისი პრიორიტეტი "ბარსელონაა".
აღსანიშნავია, რომ ალვაროს იტალიური პასპორტიც აქვს, რაც ნიშნავს, რომ ის კლუბში არაევროპელი ფეხბურთელებისთვის განკუთვნილ ადგილს არ დაიკავებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]