ბარსას ლეგენდები 5-3 მაქაბი თელ ავივი: მოგება უხვგოლიან მატჩში

ბარსას ლეგენდები 5-3 მაქაბი თელ ავივი: მოგება უხვგოლიან მატჩში

რამდენიმე საათის წინ "ბარსას" ლეგენდებმა თელ ავივის "მაქაბის" ლეგენდები უხვგოლიან მატჩში 5-3 დაამარცხეს. "ბარსელონადან" გოლები სავიოლამ (2), რივალდომ, დებიუტანტმა ბოიან კრკიჩმა და ჟოფრე მატეუმ გაიტანეს. 

რონალდინიოს პასით ხავიერ სავიოლამ "ბარსა" უკვე მე-2 წუთზე დააწინაურა, მაგრამ 6 წუთის შემდეგ ბადაშმა ანგარიში გაათანაბრა. კატალონიელებმა რამდენიმე შანსი ხელიდან გაუშვეს, მაგრამ რივალდომ პენალტით თავისი გუნდი კვლავ წინ გაიყვანა.

მეორე ტაიმში მოედანზე ბოიან კრკიჩი შემოვიდა, რომელიც ლეგენდების რიგებში პირველ მატჩს ატარებდა, და გოლის გასატანად მხოლოდ 4 წუთი დასჭირდა. მალევე ჟოფრე მატეუმაც გაიტანა და ანგარიში 4-1 გახდა. ამის შემდეგ ისრაელელებმა 2 გოლი შეაგდეს - თავი ტურგემანმა და ჰაიმმა გამოიჩინეს, რითაც "მაქაბის" მატჩის გადარჩენის შანსი გაუჩნდა.

მიუხედავად ამისა, "ბარსელონამ" მეტოქეს ამის უფლება არ მისცა და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელმა, ხავიერ სავიოლამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა: 5-3.

მატჩის დეტალები 

"ბარსას"ლეგენდები: ანგოი, ბელეტი, დეუ, სერჟი ბარჟუანი, ფერნანდო ნავარო, ტრაშორასი, ჟორდი ლოპესი, ჟიული, სავიოლა, რივალდო, რონალდინიო, ჩავი გუსმანი, ფრანჩესკო კოკო, ხუან კარლოს როდრიგესი, გოიკოეჩეა, როჟერ გარსია, ჯოვანი, ჟოფრე, ბოიან კრკიჩი. 

"მაქაბი თელ ავივი": უვაროვი, შპუნგინი, ბენ ჰაიმი, კარლოს გარსია, ზივი, შელახი, ბანინი, ნიმნი, შინა, ზოჰარი, ბადაში, შროიბერი, კალე, იშაი, მიშაელოვი, ტუვიაკი, რევივო, დრიკსი, ტურგემანი, კუბიკა, ბარუხი, მესიკა, გაფნი, მელიკა, კოჰენი, ჰაიმი, ბიტონი, ტზარფატი.

გოლები: 1-0, სავიოლა (2'); 1-1, ბადაში (8'); 2-1, რივალდო (34'); 3-1, ბოიან კრკიჩი (44'); 4-1, ჟოფრე (49'); 4-2, ტურგემანი (51'); 4-3, ჰაიმი (77'); 5-3, სავიოლა (79').

"ბარსას" ლეგენდები ისრაელში ხუთშაბათს მეორე მატჩსაც გამართავენ, ამჯერად "მაქაბი ჰაიფას" წინააღმდეგ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #7 6 სექტემბერი 2023 23:58
    0
    ციტატა: Gaucho24
    ციტატა: Gigazakaradze
    Musialas sauketeso fexburteli naxet? Marcxena fexi sane driblingi viniciusioo xedvaoo vigac daayena tipma messi arcert komponentshi artqva

    Nike ს ფეხბურთელებისგან შეადგინა

    Mec ar gamikvirda mesis fania tipi tuar vcdebi
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 6 სექტემბერი 2023 17:40
    0
    "ბარსას" ლეგენდები ისრაელში ხუთშაბათს მეორე მატჩსაც გამართავენ, ამჯერად "მაქაბი ჰაიფას" წინააღმდეგ.
    თუ ესეც მოიგეს გალიდერდებიან? relaxed
    Culé [?]
    #5 6 სექტემბერი 2023 15:46
    0
    ციტატა: Gigazakaradze
    Musialas sauketeso fexburteli naxet? Marcxena fexi sane driblingi viniciusioo xedvaoo vigac daayena tipma messi arcert komponentshi artqva

    Nike ს ფეხბურთელებისგან შეადგინა
    გულშემატკივარი [?]
    #4 6 სექტემბერი 2023 14:53
    0
    Musialas sauketeso fexburteli naxet? Marcxena fexi sane driblingi viniciusioo xedvaoo vigac daayena tipma messi arcert komponentshi artqva
    Culé [?]
    #3 6 სექტემბერი 2023 13:29
    1
    ბოიანი ლეგენდების გუნდში?😀😀
    Culé [?]
    #2 6 სექტემბერი 2023 12:51
    5
    ციტატა: C.PC5
    ისე რონალდინიო და რივალდო ისე ხშირად თამაშობენ ლეგენდების მატჩებში რომ შეიძლება მაგათ დაბრუნებაზე ფიქრი დიდ ფეხბურთში😇😁

    კლასის ხარჯზე მაინც გაქაჩავენ😄😄😄 აბა რაღა დროს ამათი სისწრაფეა😄😄😄
    Culé [?]
    #1 6 სექტემბერი 2023 12:42
    4
    ისე რონალდინიო და რივალდო ისე ხშირად თამაშობენ ლეგენდების მატჩებში რომ შეიძლება მაგათ დაბრუნებაზე ფიქრი დიდ ფეხბურთში😇😁
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"