პედრი: ტრავმები ფეხბურთის ნაწილია - იმაზე ძლიერი დავბრუნდები, ვიდრე ოდესმე

პედრიმ, რომელიც ამჟამინდელი ტრავმირებულია, რეაბილიტაციის პროცესზე, კლუბის ახალწვეულებსა და გავიზე ისაუბრა:
ნელ-ნელა თავს უკეთესად ვგრძნობ. ტრავმები ფეხბურთის ნაწილია. იმაზე ძლიერი დავბრუნდები, ვიდრე ოდესმე.
"ბარსამ" ძალიან მაღალი დონის მოთამაშეები დაიმატა. ისინი გუნდს ბევრს შემატებენ.
"ვილიარეალთან" გატანილი გოლის შემდეგ გავის აღნიშვნა? ის დიდებული მეგობარია. ძალიან გამიხარდა, რომ გავიმ გოლი მე მომიძღვნა და ჩემი აღნიშვნა გაიმეორა.
ბლიცი
- ფავორიტი ფერი?
- ლურჯი.
- ზამთარი თუ ზაფხული?
- ზაფხული.
- აღწერე კარლოს ალკარასი ერთი სიტყვით...
- ტალანტი.
- სუში მოგწონს?
- ძალიან.
- ფავორიტი გუნდი NBA-ში?
- "გოლდენ სტეიტ უორიორსი".
- ქვეყანა, რომელში ვიზიტაც ისურვებდი?
- მექსიკა. ამბობენ, რომ იქ შესანიშნავი საკვები აქვთ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]