ალექს ბალდე: მინდა, ჩემი ცხოვრების კლუბში ისტორია დავწერო

ალექს ბალდე: მინდა, ჩემი ცხოვრების კლუბში ისტორია დავწერო

ალეხანდრო ბალდემ Mundo Deportivo-სთან ისაუბრა:

კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. მინდა, ჩემი ცხოვრების კლუბში ისტორია დავწერო. აქ, უკვე 13 წელია, ვარ და ვიმედოვნებ, კიდევ დიდხანს დავრჩები.

ვფიქრობ, "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი ფავორიტია. ჩვენ "ბარსა" ვართ და ყველა ტურნირზე ფავორიტები უნდა ვიყოთ.

ჩემპიონთა ლიგაზე წელს ბევრად უკეთესად უნდა გამოვიდეთ. სატრანსფერო ფანჯარაზე გავძლიერდით და ბევრად კარგი გუნდი გვყავს. ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებთ და ვეცდებით, თითოეული მატჩი მოვიგოთ. 

ჩემპიონთა ლიგის მოგება ყველა ჩვენგანის ოცნებაა. ეს დიდი გამოწვევაა.

მართალია, რომ ამ სეზონში განსხვავებულად ვთამაშობ. შეტევის დროს გარემარბი ვარ, დაცვის დროს კი - მარცხენა მცველი.

ვცდილობ, მაქსიმუმი გავიღო, რადგან ეს ჩემი ახალი პოზიციაა - ნელ-ნელა ვეჩვევი და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად წავა.

იამალი კარგი ფეხბურთელია და შესანიშნავი მენტალიტეტი აქვს. ის "ბარსასა" და ესპანეთის ნაკრებს ძალიან დაეხმარება. ჩვენ ერთად გავიზარდეთ და ერთმანეთს დიდი ხანია, ვიცნობთ.

16 წლის ასაკში ლამინი ისე თამაშობს, თითქოს უკვე დიდი ხანია, პირველ გუნდში ასპარეზობს. 

რობერტი გვეუბნება, რომ საჯარიმოში ბურთი ხშირად ჩავაწოდოთ. მას ბურთის ქონა მოსწონს. 
კანსელუ შემტევი ფლანგელია, მაგრამ სხვა პოზიციებზეც თამაშობს. ჟოაუ გუნდს ბევრს შემატებს. პორტუგალიელი ცენტრშიც იწევს. ის ტოპ მოთამაშეა.
ჩავი გუნდს შესანიშნავად იცნობს. მან იცის, ახალგაზრდა ფეხბურთელები როგორ ფიქრობენ. ერნანდესს ყველაფერი გამოვლილი აქვს და ძალიან გვეხმარება. 

ანსუ ფატი ჩემთვის ძმასავითაა. თუ მას სჯერა, რომ იჯარით წასვლა კარგი გადაწყვეტილებაა, მხარი უნდა დავუჭიროთ.

გასახდელ ოთახში თავის სიტყვას ყველა ამბობს. ყველა ფეხბურთელი გუნდს რაღაც განსხვავებულს სძენს. იქ ყოფნა ნიშნავს, რომ ყველა ერთნაირად მნიშვნელოვანია.
ჩემს კარიერაში ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, თუმცა ჩემი ცხოვრება არ შეცვლილა - იგივე მეგობრები მყავს და ოჯახიც მხარს კვლავ ისე მიჭერს.
ფერმინს დიდი პოტენციალი აქვს და ამას დაამტკიცებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 6 სექტემბერი 2023 17:52
    0
    ციტატა: Don_Andresito
    ალექს

    უბედურება ისაა, რომ ამათი ჩაწოდებების 80% მეტოქის მეკარეზეა.
    წევრი [?]
    #5 6 სექტემბერი 2023 17:26
    0
    ციტატა: BarcaFan❤💙
    თავის თავზე რომ აიღოს შეტევა არ შეიძლება?

    პატარაა ჯერ საიმისოდ ყველაფეს რო ერთად აკეთებდეს.დახვეწავს ნელ ნელა ყველაფერს🙃
    გულშემატკივარი [?]
    #4 6 სექტემბერი 2023 17:06
    0
    ციტატა: Don_Andresito
    რობერტი გვეუბნება, რომ საჯარიმოში ბურთი ხშირად ჩავაწოდოთ. მას ბურთის ქონა მოსწონს. - უნდა აიღო და ხერხემალში გადატეხო. 15 ჩაწოდებიდან 2-ს ვერ იგებს, უაზროდ ვკარგავთ ბურთს. არც ჩამწოდებელი გვყავს წესიერი და არც დამრტყმელი.

    ტიპი იმენა ხელს ქაჯივით იქნევა
    ბალედც კიდე მარტო ლევანდოვსკის უწოდებს ერთხელ თავის თავზე რომ აიღოს შეტევა არ შეიძლება?
    გულშემატკივარი [?]
    #3 6 სექტემბერი 2023 15:31
    0
    Bus-5-quets, კიბატონო,ჯორდი ალბას შემცვლელზე ფიქრი არ დაგვჭირვებია
    [?]
    #2 6 სექტემბერი 2023 10:30
    4
    რობერტი გვეუბნება, რომ საჯარიმოში ბურთი ხშირად ჩავაწოდოთ. მას ბურთის ქონა მოსწონს. - უნდა აიღო და ხერხემალში გადატეხო. 15 ჩაწოდებიდან 2-ს ვერ იგებს, უაზროდ ვკარგავთ ბურთს. არც ჩამწოდებელი გვყავს წესიერი და არც დამრტყმელი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 6 სექტემბერი 2023 03:12
    5
    ბალდე მაგარი ბიჭია, მგონია, რომ მინიმუმ 10 წელი მარცხენა მცველის პრობლემა არ გვექნება