ლამინ იამალი 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე არ წავა

ლამინ იამალი 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე არ წავა

კატალონიის რადიოს ცნობით, "ბარსელონა" და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია შეთანხმდნენ, რომ ლამინ იამალი 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას არ მიიღებს.

ინდონეზიაში გასამართ მუნდიალზე წასვლის შემთხვევაში, 16 წლის ფეხბურთელი "ბარსას" ლა ლიგის 4 მატჩში ("სოსიედადის", "ალავესის", "რაიო ვალიეკანოსა" და "ატლეტიკოს" წინააღმდეგ) დააკლდებოდა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 2 შეხვედრაშიც ("შახტართან" და "პორტუსთან") არ ეყოლებოდა, რადგან ტურნირი სტარტს 10 ნოემბერს აიღებს და 2 დეკემბერს დასრულდება.

ლამინ იამალის "ბარსელონაში" დარჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო პერიოდში ის სასტარტო შემადგენლობის წევრად იქცა და 16 წლის ფეხბურთელის რამდენიმე მატჩში არყოლა ჩავის გუნდისთვის სასურველი ნამდვილად არ იქნებოდა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 6 სექტემბერი 2023 17:54
    0
    რა მნიშვნელობა აქვს სად გადაღლიან კლუბში თუ ნაკრებში. ადრეა ამისთვის სრულად დატვირთვა, ცოდოა ბავშვი.
    Culé [?]
    #2 6 სექტემბერი 2023 13:28
    2
    ძალიან კარგი. მაგრამ იმედია ჩავი სულ ძირითადში არ დააყენებს ამას და არ გადაწვავს.
    ფანი [?]
    #1 6 სექტემბერი 2023 04:06
    1
    ძალიან კარგი .ნაკრებში ვისაც ვუშვებთ სულ რაგაც ემართებათ გმერთმა დაიფაროს ეს მაესეთი რამისგან :დ