ბარსელონას ეზ აბდეს გამოსყიდვის უფლება მხოლოდ 2 წლის განმავლობაში ექნება

ბარსელონას ეზ აბდეს გამოსყიდვის უფლება მხოლოდ 2 წლის განმავლობაში ექნება

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ბარსელონასა" და "ბეტისს" შორის გაფორმებული კონტრაქტის ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც ეზ აბდეს გამოსყიდვის უფლებას ითვალისწინებს, ვალიდური მხოლოდ 2 წლის განმავლობაში იქნება. 

კატალონიურ კლუბს მაროკოელი შეტევის გამოსყიდვა €20 მილიონად შეუძლია, მაგრამ თუ ტრანსფერი 2024 ან 2025 წელს (ზაფხულში) არ განახორციელა, ამ უფლებას დაკარგავს. ამასთან, "ბარსა" ეზალზულის მომავალი ტრანსფერიდან თანხის 50%-ს მიიღებს. 

ეზ აბდე "ბლაუგრანადან" სევილიურ გუნდში გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს გადავიდა. "ბეტისმა" ფეხბურთელის უფლებების 50%-ის სანაცვლოდ €7.5 მილიონი გადაიხადა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 6 სექტემბერი 2023 17:56
    0
    ხოდა ამას ჰქონია 2 წელი რო დააბრუნონ. ამისთვის კი უნდა მოიხოდოს აუცილებლად ამ ვადაში.
    Culé [?]
    #3 6 სექტემბერი 2023 13:26
    2
    ძაან კაი პირობებია. სხვა გუნდში გადავა მინიმუმ 20-30 მილიონად და ჯამში მაგარ თამხას ვიღებთ ამ უნიჭოში.
    [?]
    #2 6 სექტემბერი 2023 11:04
    1
    ტიპი გავაჩუქეთ. სკამზე არ დარჩებოდა თორე რა ჯობია სწრაფი გარემარბის 75 წუთზე შემოყვანას. ისე ახლა 5 შემტევი გვყავს და ერთი ვინმე სააწინაურონ, ალარკონი ან ვინმე, არ გვყავს ნიჭიერი არავინ? როკეს მოსვლამდე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 6 სექტემბერი 2023 03:37
    1
    ეს არ უნდა გაეშვათ
    --------------------
    THUGS