Golden Boy 2023-ისთვის სამი ბარსელონელი იბრძოლებს

Mundo Deportivo-ს ინფორმაიცით, Golden Boy 2023-ის ჯილდოსთვის სამი "ბარსელონელი" იბრძოლებს.
100 ნომიმატს შორის "ბარსადან" წარდგენილნი ლამინ იამალი, ალეხანდრო ბალდე და გავი არიან.
Golden Boy-ს წინა გამარჯვებული გავია (2022), მანამდე კი "ოქროს ბიჭუნად" პედრი (2021) დასახელდა. შესაძლოა, ამ ჯილდოს გამარჯვებული ზედიზედ მესამედ "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდეს. ამ მხრივ, კატალონიური გრანდი უკვე რეკორდსმენია, რადგან Golden Boy სხვა კლუბიდან ზედიზედ ორჯერაც კი არავინ გამხდარა. აღსანიშნავია, რომ ეს პრიზი ორჯერ არც რომელიმე ფეხბურთელს მოუგია, ახლა კი ამის შანსი (თანაც ზედიზედ მოგების) გავის აქვს, ლამინ იამალი კი, შესაძლოა, ყველაზე ახალგაზრდა (16 წლის) გამარჯვებული გახდეს ("ოქროს ბიჭუნა" 17 წლის ასაკშიც კი არავინ გამხდარა).
აღნიშნული ჯილდო "ბარსადან" პედრისა და გავის გარდა ლეო მესის (2005) მოუგია, ხოლო იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებიც Golden Boy-ს სხვა კლუბებში დაეუფლნენ, შემდეგ კი "ბარსელონაში" ითამაშეს, სესკ ფაბრეგასი (2006), სერხიო აგუერო (2007) და ჟოაუ ფელიში (2019) არიან.
Goldej Boy-ს იტალიური გამოცემა Tuttosport 2003 წლიდან ათამაშებს, მისი პირველი გამარჯვებული კი რაფაელ ვან დერ ვაარტია.
აღნიშნული ჯილდო ევროპული ქვეყნის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე საუკეთესო 21 წლამდე ფეხბურთელს გადაეცემა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 21 ]