დეკუ: ტერ შტეგენი და ჟოაუები ძალიან დაგვეხმარნენ

"ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, დეკუმ სატრანსფერო ფანჯარაზე ისაუბრა:
რთულ სიტუაციაში ვართ, რის გამოც იმ ფეხბურთელებმა, რომლებსაც "ბარსაში" მოსვლა სურთ, არსებული მდგომარეობა უნდა მიიღონ. ჟოაუებმა დიდი ძალისხმევა გაიღეს, რომ მოსულიყვნენ. ასევე, ჩვენმა კაპიტანმა, ტერ შტეგენმა, რომელიც კონტრაქტის გახანგრძლივებით FFP-სთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარა. დიდებულია, რომ ასეთი ერთგული მოთამაშეები გვყავს.
ჟოაუ კანსელუს დიდი გამოცდილება აქვს. ის სრულყოფილი ფეხბურთელია. პორტუგალიელი დაცვის მარჯვენა ფლანგს ბევრს შემატებს.
ბრაზილიელ-პორტუგალიელი "ბარსელონას" სპორტულ დირექტორად ოფიციალურად აგვისტოში დაინიშნა, მაგრამ გუნდის წევრი მანამდეც იყო. დეკუს ადრე სკაუტად და აგენტად უმუშავია, ამჟამინდელ თანამდებობაზე კი პირველადაა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]