ბარსელონა და ჩავი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონა" და ჩავი ერნანდესი კონტრაქტის 2026 წლამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ამჟამად მხარეები ახალი ხელშეკრულების გაფორმების გაოფიციალურების თარიღზე ფიქრობენ.
ჟოან ლაპორტა ჩავის ძალიან ენდობა. ასევე დეკუ, რომელიც მის ახალ კონტრაქტზე მატეუ ალემანისთან ერთად მუშაობდა. კლუბსა და მწვრთნელს შორის მოლაპარაკებებში არანაირი პრობლემა შექმნილა, რაც "კადისთან" მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე თავად ერნანდესმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.
ჩავის ამჟამინდელი კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]