ფეხბურთელთა კომენტარები ოსასუნასთან მატჩის შემდეგ

ფეხბურთელთა კომენტარები ოსასუნასთან მატჩის შემდეგ

ფეხბურთელთა კომენტარები "ოსასუნასთან" მატჩის შემდეგ:

გავი:

"ბარსაში" მე-100 მატჩის ჩატარება ახდენილი ოცნებაა.

"ელ სადარზე" თამაში ყოველთვის რთულია. მოგებით ბედნიერი ვარ.

ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ 2 წლის წინ ამ მატჩს წავაგებდით.

ჟიულ კუნდე:

ვიცი, რომ აქ თამაში ძალიან რთულია. "ოსასუნას" კარგი ფეხბურთელები ჰყავს, ინტენსიურები არიან და ქომაგები დიდ მოტივაციას აძლევენ. გაგვიჭირდა, მაგრამ შრომის წყალობით, მოვიგეთ.

ჟოაუები, რა თქმა უნდა, დაგვეხმარებიან. მათ უმაღლეს დონეზე თამაშის გამოცდილება აქვთ და შეტევაში დიდ წვლილს შეიტანენ. ორივეს შესანიშნავი ტექნიკა აქვს.

ვფიქრობ, პენალტი იყო. მომენტი განმეორებით ჯერ არ მინახავს, მაგრამ დავინახე, რომ მეტოქემ თამაშის წესები დაარღვია. 

ჟოაუ კანსელუ:

დებიუტით ძალიან ბედნიერი ვარ. ეს დიდი პატივია - ბავშვობის ოცნება, რომელიც ახლა ამიხდა.

თანაგუნდელებმა შესანიშნავად მიმიღეს.

ამ გუნდს ბევრის მიღწევა შეუძლია. 

დღეს გაგვიჭირდა, მაგრამ მეტოქეს ვაჯობეთ და მოგება დავიმსახურეთ. თანაგუნდელებმა მითხრეს, რომ ამ სტადიონზე თამაში რთულია.

ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრება მარტივი არ იქნება, რადგან გუნდში ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელია, რომლებიც მარჯვენა მცველად თამაშობენ. 

ჩავიმ ბურთის კონტროლი, დაცვაში ყურადღებით თამაში და შეტევაში თავისუფლად ჩართვა დამავალა. ამ გუნდში თამაში იდეალურია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 4 სექტემბერი 2023 18:10
    0
    კანსელო არაუშავს, მაგრამ მარტინესი მაგარი შეშინებული თამაშობდა.