ჩავი ერნანდესი ოსასუნასთან მატჩის შემდეგ

ჩავი ერნანდესი ოსასუნასთან მატჩის შემდეგ

ჩავი ერნანდესმა "ოსასუნასთან" მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა:

დღეს გუნდმა ბევრი იბრძოლა. "ელ სადარზე" თამაში ყოველთვის რთულია.

მომენტების შექმნა გვიჭირდა, ფლანგებიდან უფრო უნდა გვეაქტიურა, მაგრამ ურთულეს სტადიონზე 3 ქულა მოვიპოვეთ.

დაცვაში გუნდი შესანიშნავი იყო.

ბევრ მონაკვეთში ვდომინირებდით და ეს უნდა გამოგვეყენებინა.

ჟოაუების მიდგომა ძალიან მომწონს.

ფელიში გუნდს ბევრს მატებს, მისი მონდომება გამოსარჩევია. კანსელუ უნივერსალია და ბევრ ვარიანტს მაძლევს. ისინი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეები იქნებიან, ისევე, როგორც ინიგო.

კანსელუს ვუთხარი, რომ ნახევარდაცვიდან გარემარბზე პასის გაკეთება შეეძლო. ის შეტევის დროს შუახაზს უნდა შეუერთდეს. მთავარი მიზანი ბურთის ცენტრში კონტროლია.

ფელიშს ცრუ ცხრიანობაც შეუძლია. ვფიქრობ, ის მარცხენა ფლანგზე კომფორტულადაა. ჟოაუ მარჯვნივაც კი ითამაშებს, მაგრამ ეს ხშირად არ უწევდა.

ბოლო 4 ქულა რობერტმა მოგვიტანა. დღეს ის კარგი იყო. პოზიციურად, მარტივად ითამაშა. ზოგჯერ მას ზედმეტად აკრიტიკებენ.

პოლონელს ახალი როლი აქვს - ბურთს ხშირად არ ეხება. როგორ შეიძლება იმის თქმა, რომ ლევანდოვსკი ცუდ ფორმაშია, როცა ბოლო ორ მატჩში 2 გოლი გაიტანა?

დღეს მსაჯებს 10 ქულიდან 10-ს დავუწერდი, განსაკუთრებით მეოთხე არბიტრს, რომელიც არ ნერვიულობდა და კომუნიკაციის წინააღმდეგ არ იყო - მხოლოდ ამას ვითხოვთ.

შესაძლო 12 ქულიდან 10 გვაქვს. ზოგჯერ კარგად ვთამაშობთ, დღეს ასე არ ყოფილა, მაგრამ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ და საკუთარ თავს მეტი მოვთხოვოთ. 

ლამინ იამალმა ფლანგზე 3 საგოლე მომენტი შექმნა. მისი პერფორმანსით აღფრთოვანებული ვარ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 18 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Amo
    ახალბედა [?]
    #18 4 სექტემბერი 2023 19:10
    0
    სეზონი ახალი დაწყებულია ბოლო წლები გუნდში რა ხდებოდა ყველამ კარგად იცის ცოტა მძიმედ ვიწყებთ მაგრამ ხავის მჯერა შეტევაში ვერ ვართ ცოტა ისე როგორც საჭიროა როკეს გადმოსვლა და გუნდის შეთამაშება მგონი კიდევ უფრო მეტად მოიტანს შედეგს….კანსელუ კარგი იყო ფელიში ცოტა დაბნეული მაგრამ ხავი მოიყვანს აზრზე ლა ლიგას ველოდები და იქნებ ლიგაზეც არ შევრცხვეთ….მეტიც არა მარტო იმედი საერთოდ სხვაბარსას ვმახავთ ერთ თვეში და ამაში ყველა დავრწმუნდებით აქვს ამ გუნდს პოტენციალი და აუცილებლად დადებს შედეგს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #17 4 სექტემბერი 2023 18:12
    0
    რავიცი, იამალი მართლა დემბელეს მალე გადაასწრებს გოლებით თუ არა ასისტებით მაინც.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #16 4 სექტემბერი 2023 14:59
    2
    ასეთი ჩაქცეული გუნდით, გვარდი კარლო და ხავი ერთად რომ გყავდეს მაინც არ უნდა გქონდეს პრეტენზია მწვრთნელთან.
    უმძიმესი პერიოდი აქვს გუნდს ძველი დიდი ბარსადან არავინ აღარ დარჩა, გუნდი შეიცვალა ბოლომდე. მესი წავიდა და სადაც არის დაფრინავს ეგ ცალკე გვანგრევს ფსიქოლოგიურად. მანამდე კორონამ დედა უტირა გუნდს. მთელი 3 წელი ფეხბურთელი არ გვიყიდია სულ თავისუფალი აგენტები გვემატებიან. მაღალი დონის გუნდოგანი დავითრიეთ და მგონია ეგეც იმიტომ გადმოვიდა რომ ზღვაზე გაუსწორდება თორე ყველაფერი მოგებული აქვს და მოტივაცია აქვს 0. ფინანსურ კრიზისში რატოა გუნდი ეგ ცალკე თემაა ფაქტია ეხლა ნორმალური გუნდი არ გვყავს. ხოდა ხავი რომ მოდიოდა დავწერე შეეწირება ამ იმბეცილ ფეხბურთელებს მეთქი მგონი მართლდება ჩემი პროგნოზი. რეალის ერთი ტრანსფერი ბელინგემი ჯობია ჩვენს ყველა ტრანსფერს ბოლო 3 წელში.
    --------------------
    აზრი?
    Culé [?]
    #15 4 სექტემბერი 2023 14:18
    1
    ადრე იყო ამის ბარსაში მოყვანა როგორც აღმოჩნდა ...
    --------------------

    ForçaBarça
    Culé [?]
    #14 4 სექტემბერი 2023 14:02
    1
    ციტატა: cruyff9
    აქ ზოგ ზოგიერთების კომენტარები უნდა დავსქრინო და სეზონის ბოლოს იქნებ შეგრცხვეთ🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️ჩავის ასწავლიან პროფესორები ფეხბურთს,,ერთი წლის წინ პას პასზე რო ვერ ვაბავდით იქნებ ეგეც გაიხსენოთ🤦🏻‍♂️

    ყველას ყველაფერი იოლად ავიწყდება ამ საიტზე,ხავის ნაცვლად სხვა რომ იყოს და შეცდომა მოუვიდეს სხვა მწრთვნელზეც იგივეს იტყვიან და გამოძებნიან სათქმელს რა დაუწუნონ და როგორ,მოსაწონი ტაქტიკა და მწვრთნელი ვერ მოიძებნება ვერასდროს.ბევრს ალბათ პრეტენზიაც აქვს რომ ხავის აჯობებენ და ხავიზე უკეთესები იქნებიან.
    Culé [?]
    #13 4 სექტემბერი 2023 13:10
    2
    "როგორ შეიძლება იმის თქმა, რომ ლევანდოვსკი ცუდ ფორმაშია, როცა ბოლო ორ მატჩში 2 გოლი გაიტანა?" ერთი პენალტი იყო და მეორე ცარიელ კარში შეაგდო. გუშინ ორი 100 პროცენტიანი მომენტი გაანიავა.

    "ზოგჯერ კარგად ვთამაშობთ, დღეს ასე არ ყოფილა" ტიპი თვითონაც ხვდება, იშვიათად რომ თამაშობს კარგად😃

    "კანსელუს ვუთხარი, რომ ნახევარდაცვიდან გარემარბზე პასის გაკეთება შეეძლო. ის შეტევის დროს შუახაზს უნდა შეუერთდეს. მთავარი მიზანი ბურთის ცენტრში კონტროლია"
    4 ნახევარმცველი არ ჰყოფნის ცენტრში😃
    ფანი [?]
    #12 4 სექტემბერი 2023 12:47
    1
    ციტატა: rivaldo80
    ციტატა: cruyff9
    აქ ზოგ ზოგიერთების კომენტარები უნდა დავსქრინო და სეზონის ბოლოს იქნებ შეგრცხვეთ🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️ჩავის ასწავლიან პროფესორები ფეხბურთს,,ერთი წლის წინ პას პასზე რო ვერ ვაბავდით იქნებ ეგეც გაიხსენოთ🤦🏻‍♂️

    შარშანაც ეგრე არ იყოო გაქრებიან ხოლმე დადუმდებიან.😂😂😂😂 რეალი გადაგვირბენსო ვიხმარეთ და აქ ზოგს ერთი კარგი კომენტარი არ დაუწერია.ელოდებიან რამე დასაჯმელს ჩასაფრებული უმეტესობა არცა ბარსას ფანი.

    პირადად მე ჩავის ფეხბურთი არმომწონს ჩავის არაფერს ცუწუნებ მისი სტილი არმომწონს და სულ რო ყველაფერი მოვიგოთ ეს თამაში არმომწონს არცერთ გუბდთან პირველ ნომრად თამაშის სურვილი აი ეს არის ჩემთვის დიდი უბედურება
    წევრი [?]
    #11 4 სექტემბერი 2023 11:05
    3
    რავი ზოგს თუ ამ ბარსას თამაში მოგწონთ ჩოლოს რაღას ვუწუნებთ ის მოგვეყვანა ჯერ და გამოცდილებას მიიღებდა მანამდე ჩავი 😃
    Culé [?]
    #10 4 სექტემბერი 2023 10:02
    2
    ციტატა: cruyff9
    აქ ზოგ ზოგიერთების კომენტარები უნდა დავსქრინო და სეზონის ბოლოს იქნებ შეგრცხვეთ🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️ჩავის ასწავლიან პროფესორები ფეხბურთს,,ერთი წლის წინ პას პასზე რო ვერ ვაბავდით იქნებ ეგეც გაიხსენოთ🤦🏻‍♂️

    შარშანაც ეგრე არ იყოო გაქრებიან ხოლმე დადუმდებიან.😂😂😂😂 რეალი გადაგვირბენსო ვიხმარეთ და აქ ზოგს ერთი კარგი კომენტარი არ დაუწერია.ელოდებიან რამე დასაჯმელს ჩასაფრებული უმეტესობა არცა ბარსას ფანი.
    წევრი [?]
    #9 4 სექტემბერი 2023 08:36
    10
    ბარსას ჩავის ხელში სტილი საერთოდ არა აქვს. ბარსა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 4 სექტემბერი 2023 07:14
    12
    ყატარში გაუშვით ესპანეთის ელჩად, უფრო გაქაჩავს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 4 სექტემბერი 2023 03:57
    14
    ხო ფლანგებიდან კარგად შეუტევ გავი დააყენე კიდე და რობერტო და გახსნი მეტოქეს შეტევებით
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #6 4 სექტემბერი 2023 03:13
    15
    cruyff9, 94 წლიდან ბარსას ბალეჩიკი ვარ.ეს ისე.ახლა კაცურად ის მითხარი ხავიში მომავალს ხედავ?რომ ლიგას მოვიგებთ?და ლა ლიგასა ?და დღემანდელი თამაში მოგეწონა?და საერთოდ მოგწონს ბარსას სტილი.რასაც ხავი ათამაშებს?
    Culé [?]
    #5 4 სექტემბერი 2023 02:35
    6
    აქ ზოგ ზოგიერთების კომენტარები უნდა დავსქრინო და სეზონის ბოლოს იქნებ შეგრცხვეთ🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️ჩავის ასწავლიან პროფესორები ფეხბურთს,,ერთი წლის წინ პას პასზე რო ვერ ვაბავდით იქნებ ეგეც გაიხსენოთ🤦🏻‍♂️
    Culé [?]
    #4 4 სექტემბერი 2023 02:23
    8
    ფლანგებიდან როგორ იაქტიურებ 4 ნახევარმცველი გიყენია და ბალდეს ათამაშებ ვინგერად, მარჯვნივ
    ბავშვი გიყენია, რომელიც ფიზიკურად სუსტია რაც თვითონაც იცის და მაგიტო არ მიდის ხშირად გამწვავებაზე.
    გულშემატკივარი [?]
    #3 4 სექტემბერი 2023 02:16
    4
    რა თქვა საგინებელი მეც მითხარით ვაგინებ მეც🤔
    ფანი [?]
    #2 4 სექტემბერი 2023 02:14
    7
    ჩვეულებრივი ჩლუნგი კლე.
    გულშემატკივარი [?]
    #1 4 სექტემბერი 2023 02:09
    14
    მე ამის ადგილს პოლიტიკაში უფრო ვხედავ❤️✊