ბარსელონამ ჟოაუ ფელიში და ჟოაუ კანსელუ წარადგინა

ბარსელონამ ჟოაუ ფელიში და ჟოაუ კანსელუ წარადგინა

"ბარსელონამ" ახალწვეულები - ჟოაუ ფელიში და ჟოაუ კანსელუ - კლუბის ახალ ფეხბურთელებად წარადგინა. პორტუგალიელების პრეზენტაცია "სიუტატ ესპორტივაზე" გაიმართა.

მოთამაშეებმა კლუბთან კონტრაქტს ხელი მოაწერეს და ახალი გუნდის მაისურით ტრადიციული ფოტოები გადაიღეს.

ჟოაუ ფელიში

ჟოან ლაპორტა:

მოგესალმებით, ჟოაუ. ჩვენს სათამაშო სისტემაში შენი სრული ტალანტის წარმოჩენას შეძლებ. ძალიან აღელვებული ვარ, ეს მარტივი არ ყოფილა.

მინდა, ფელიშს მადლობა გადავუხადო იმ ძალისხმევის გამო, რომელიც ტრანსფერის განსახორციელებლად გაიღო. დღეს ისტორიული დღეა. ჟოაუ ერთ-ერთია "ბარსას" ისტორიაში იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებმაც გუნდში გადმოსასვლელად ყველაზე მეტი გააკეთეს.

მინდა ხაზი გავუსვა მატეუ ალემანის წვლილს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე. ის ნამდვილი პროფესიონალია და კლუბისთვის ბოლომდე მუშაობდა. მატეუმ იცის, რომ მისთვის "ბარსას" კარი ყოველთვის ღიაა.

ჟოაუ ფელიში:

ყველამ იცის, რომ აქ ყოფნით ბედნიერი ვარ. "ბარსაში" თამაში ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო. აქ გუნდის დასახმარებლად ვარ. ვიმედოვნებ, კარგი სეზონი გვექნება.

დეკუ:

თავდაპირველად ფელიშის ტრანსფერი შეუძლებელი გვეგონა, მაგრამ ახლა ის ჩემს გვერდით დგას. ჟოაუს სურვილი "ბარსაში" თამაში იყო. მწვრთნელთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ გუნდში მისი ადგილი იყო და ვფიქრობ, ჩვენ ძალიან მოვუმატებთ და გავიზრდებით, როგორც გუნდი.

ჟოაუ კანსელუ

ჟოან ლაპორტა:

ჟოაუ კანსელუ შესანიშნავი მარჯვენა მცველია, რომლის დამატება მე, მწვრთნელსა და სპორტულ დირექტორს გვსურდა. ის ძალიან მრავალმხრივი და გამოცდილი მოთამაშეა. 

მინდა აღვნიშნო, რომ ჟოაუმ "ბარსაში" გადმოსასვლელად ძალიან ბევრი გააკეთა. 

მინდა, ამ ტრანსფერების განოხორციელებისთვის ჟორჟე მენდეშსა და მის გუნდს მადლობა გადაუხადო.

ჟოაუ კანსელუ:

ეს ახდენილი ოცნებაა. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, რომლის დახმარების გარეშეც ეს შეუძლებელი იქნებოდა და დედაჩემს, რომელიც სამოთხიდან მიყურებს. მან იცის, რომ ამ გუნდში თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი.

ძალიან აღელვებული ვარ. აქ მოვედი თავდადებითა და თავმდაბლობით, რათა ტიტულების მოსაგებად ერთად ვიმუშაოთ. ვიცი, რომ "ბარსაში" დიდი ზეწოლაა, თუმცა ეს მომწონს.

ზოგიერთ თანაგუნდელს უკვე ვიცნობ - ფერანს, გუნდოს... გუშინ რამდენიმე მათგანს მივესალმე. ვიმედოვნებ, არაჩვეულებრივი სეზონი გვექნება.

დეკუ:

ჩემი თანამემამულის, ჟოაუ კანსელუს დამატებით ძალიან ბედნიერი ვარ. მისი ტრანსფერით, გუნდი ბევრად უფრო დაბალანსებულია და მწვრთნელსაც სწორედ ეს სურდა. მინდა, კლუბში გადმოსვლისთვის გაღებული ძალისხმევისთვის ჟოაუს მადლობა გადავუხადო. ამის გარეშე, კანსელუს დონის მოთამაშეს ვერ დავიმატებდით.

ჟოაუ არის მოთამაშე, რომელიც გამოცდილებასა და ხარისხს შეგვმატებს. მისი დონის ფეხბურთელებს "ბარსელონაში" თამაში სურთ. მას წარმატებებს ვუსურვებ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 20 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #20 2 სექტემბერი 2023 19:04
    1
    ციტატა: DesmondHume
    ზოგიერთი აქ ბართომეუ მისტირის და მის დატოვებულ ნაგავსაც ლაპორტას აწერს :დდდდ არ შეიძლება ასე

    სამაგიეროთ მესი გვყავდაო მაგით იმშვიდებენ თავს
    ფანი [?]
    #19 2 სექტემბერი 2023 17:43
    1
    კარგი სატრანსფერო სეზონი გამოვიდა. იმის მიუხედავათ რომ რამდენიმე ნაგავი ( კერძოდ ორი) გუნდში დარჩა რობერტო და რობერტო. არაფერი შემშლია სერხი რობერტო ჩემთვის იმხელა ნაგავი და ბალასტია რომ ორ ნაგავ ფეხბურთელს უდრის. ერთი როგორც მარჯვენა მცველი და ერთიც ნახევარდაცველი. მოკლეთ მთლიანად ნაგავია. მეორე ცუდია რომ იმის მიუხედავად რომ მილიარდ სამასი მილიონი ვალი გვაქვს ფეხბურთელების გაყიდვა არ ვიცით. გაისად ისევ საფიქრალი იქნება სად შევიტენოთ ლენგლე და გარსია. ასევე გაყიდვების არ ცოდნას ადასტურებს კესიში აღებული 12 მილიონი. ნუ რაცა ესაა ფაქტია გუნდი წელს უფრო ღრმად იქნება დაკომპლექტებული და ბევრად, ბეევრად უფრო მაღალი კლასის ვიდრე შარშან. ამისთვის თაღლით გასიებულს მადლობა. თუმცა არ მესმის აქაური კომენტარების აზრი როცა იმ ხალხს ვისაც ხელმძღვანელობა არ მოგვწონს და არ გვაკმაყოფილებს მას შემდეგ რაც ბოლო წუთებში დავიმატეთ ორი პორტუგალიელი რატომღაც ზემოდან დაგვიწყეს ყურება და აი ხომ ვამბობდით მოძრაობა😁 ნუ რას იზავთ კაცია და გუნება. მე და ჩემნაირად ვინც ფიქრობს იმათ უფრო მეტი გვინდა და სანამ მესი საფეხბურთო მოედანზე ირბენს ჩემთვის ლაპორტა თაღლითი აფერისტი იქნება. და მოდით ვაღიაროთ, ეს ოპტიმიზმი და ბედნიერი დღეები არც ისეთი იქნებოდა რეალს რომ მბაპე ეყიდა. რაც არ უნდა უკეთესი გუნდი ვიყოთ წელს ვიდრე შარშან ფაქტია რომ არ ვართ იმ დონეზე როგორც გვინდა. თუმცა სწორი მწვრთნელის პირობებში მგონია სიტის გარდა ნებისმიერ გუნდთან შეუძლია ამ ბარსელონას კონკურენცია. ახლა ყველაზე ძალიან მაინტერესებს უნდა ვუბალეშიკო ჩემს ფავორიტ ფელიწს რომ ბოლომდე გაიხსნას თუ არა? რა წერია კონტრაქტში? ხომ არ არის ეს ერთ წლიანი თემა? უცებ რომ ათამაშდეს ეუსებიოსავით😁 რამე უფლება გვექნება ამ ბიჭზე? თუ როგორც სერესოს აუდგება ისე იქნება? იმიტომ რომ სერესოს საჩვენოდ არ აუდგება არასდროს და რომ თქვას 200 მომეცითო ჩვენ რას ვშვებით? კიდევ ხომ არ არის მის კონტრაქტში ისეთი ხვრელი დარჩენილი სადაც გვიხმარენ როგორც გრიზმანის შემთხვევაში? ეგ ერთი მაინტერესებს და მეორე ამ გაძლიერების ფონზე თავგასას ტაქტიკა ისევ ჩაწოდებები იქნება ლევანაზე? მოკლეთ კითხვები არის და სეზონი ამ ყველაფერს გამოაჩენს წარმატებები და სულ მცირე ესპანეთის ჩემპიონობა. ( ლიგას კიდევ სამწუხაროდ ხავის დონის მწვრთნელები ვერ იგებენ.არათუ ამ გუნდით არამედ მბაპე ჰოლანდი რომ მოუყვანო იმათან ერთადაც) მე ასე თუ უსე კმაყოფილი ვარ, იმედია ვინც ერთი თვის წინ იყავით კმაყოფილები ახლა ბედნიერები ხართ.❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #18 2 სექტემბერი 2023 14:49
    5
    წარმატებები ბიჭებს 🙏🙏❤️
    ფანი [?]
    #17 2 სექტემბერი 2023 14:47
    7
    რავი ლაპორტამ და დეკუმ დედა იტირეს ესენი რო გაეჩარხათ ხოდა ახა ბატონმა ჩავიმ კეთილი ინებოს და თამაშით გვასიამოვნოს, ის კიარა ერთ გოლს გაიტანს და მორჩა კინო, მივიდეს და მიაყოლოს გოლები თორე რაც გვემართება მაგ 1-0 ით კი ვიცით
    წევრი [?]
    #16 2 სექტემბერი 2023 14:46
    2
    როკე იქნება 10 ნომერი მგონია
    ფანი [?]
    #15 2 სექტემბერი 2023 14:42
    7
    განაცხადი დაიდო, ორივე ჟოაუ და უკვე ინიგოც, რომელსაც მწვანე შუქი აუნთეს განაცხადში არიან..
    Culé [?]
    #14 2 სექტემბერი 2023 14:05
    4
    დავაი აბა თქვენ იცით. ტიტულები მოგვაგებინეთ❤️
    გულშემატკივარი [?]
    #13 2 სექტემბერი 2023 13:32
    5
    ეხა ფეოლას დაწერილს ველოდები სეზონის მოლოდინებს
    გულშემატკივარი [?]
    #12 2 სექტემბერი 2023 13:29
    1
    აი ეს უკვე სხვა ამბავია. ცოტა გამართლებაც და წესით დიდი ამბიციები უნდა ჰქონდეთ
    ფანი [?]
    #11 2 სექტემბერი 2023 13:24
    7
    ზოგიერთი აქ ბართომეუ მისტირის და მის დატოვებულ ნაგავსაც ლაპორტას აწერს :დდდდ არ შეიძლება ასე
    წევრი [?]
    #10 2 სექტემბერი 2023 13:10
    9
    ჰაა სადახართ ლაპორტას რომ მთელი წელი ოჯახი არ მოუსვენეთ ის ხალხი😁თქვით ამჯერად მაინც დაასვენებთ ცოტახნით დაიღალნენ ისინიც ყოველდღე ხსენებით😂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 2 სექტემბერი 2023 13:06
    0
    ანუ ხვალ ოსასუნას გავწეწავთ? სეზონის ბოლოს კი ლა ლიგა და პროსტო ლიგა?
    ალბათ აგვიხდება პირველი მაინც.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 2 სექტემბერი 2023 12:58
    11
    ლაპორტას ღიპი ორივეზე დიდი ჩანს ამ ფოტოზე😆😆😆 მაინც საღოლ ლაპოსაც და ალემანსაც, ბოლო სატრანსფერო ფანჯარაზე კარგად იშრომა მატეუმ, მენანება ეგ კაცი გასაშვებად, ძაან მენანება თან რომ ვიცი ვინც რჩება მის მაგივრად😕 ლაპორტამ კიდე რაღა გააკეთოს რომ დაიმსახუროს აქაური ფანების კმაყოფილება?! ყველა სატრანსფერო ფანჯარაზე უფრო და უფრო მეტს აკეთებს, ფულს იზიდავს ნელნელა და მოსაშორებელ ხალხსაც იშორებს ნელ-ნელა, მესი გაუშვა და მაგას ვერ პატიობთ? არ ჯობდა გაშვება? ბოდიში ცრემლები რომ ღვარა და პესეჟეში რომ არ იყო კომფორტულად მარა ბარსელონაში დარჩენით რას იგებდა ისიც ამიხსენით ვინმემ??? ისევ უიმედო გამოვარდნები ლიგიდან, ლალიგაში წვალება და საბავშვო ბაღით როდის ეყოლებოდა ბრძოლისუნარიანი გუნდი არავინ იცის! წავიდა, არ მოიკლა პესეჟესთვის თავი და მსოფლიოს საუკეთესო ფორმაში შეხვდა, აი ბარსაში რომ ყოფილიყო, კაკ მინიმუმ არამგონია ეგეთი მესი გვენახა მსოფლიოზე როგორიც იყო, უფრო დაღლილი და ნერვებმოშლილი რომ წავიდადა ყატარში ესპანეთიდან, ვერ დავიჯერებ რომ ისე ითამაშებდა როგორც ითამაშა. მოკლედ ალბათ ჯერ კიდევ არ ვიცით რა სიღრმზე ჩაძირა ბართომეუმ კლუბი თავის დროზე, კიდევ არ ვიცით რამდენჯერ დაჭირდება გუნდს ფეხბურთელების დასარეგისტრირებლად წვალება, მარა ფაქტია გამოუდის ლაპორტას საჭირო პოლიტიკის წარმოება რომ რამენაირად გაძლიერდეს ეს გუნდი და დადგეს ფეხზე თავიდან!
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #7 2 სექტემბერი 2023 12:57
    1
    ციტატა: Clever liar
    საღოლ ლაპო. არ იყო ცუდი ფანჯარა... რეალმა მბაპე ვერ დაიმატა, ისევ უნდა მივაწვეთ კბილებით ლალიგას...

    მასე დაიწყეს შარშან 8 თამაში ერთი მოგვიგეს და კაკრას ვალეკანოსთან რომ წააგეს მე 9 ტურში მის მერე აიჭრნენ წელსაც ასე იქნება ან დღეს 0:0 დაჯდება ბორდალასის ხეტაფესთან რომელიც აგრესორია და ან დაელეწებათ ნახევარდაცვაში ვინმე დღეს😃😃😃 აბა შემტვევი მაგათ არაყავთ და 5 ნახევარმცელით მოუწევს თამაში ვინისიუსის დაბრუნებამდე

    ციტატა: cruyff9
    ლაპორტა!!ყველა დროის უდიდესი პრეზიდენტი!!ესეიგი მბაპემ არ გაახანგრძლივა??😅🤦🏻‍♂️რა გამოდის უფასოდ გადავა რეალში?

    შეიხი რისი შეიხია მაინც გაახანგრძლივებინებს ეტყვის თუ უფასოდ წახვალ კლუბის დანგრევას გამოიწვევო ასეო ისეო და ესეც ადგება და გაახანგრძლივებს 2025 ამდე ან 2026 ხოდა მერე მბაპე რომ ეტყვის დამაყენე ეხლა ტრანსფერზეო შეიხი ეტყვის კიბატონოო ხოდა მოუხევს რეალს 250 მილიონს😃😃😃 პერესი მაგას ცოცხალი თავით არ გადაიხდის იმდენად პრინციპიულია იოლად და კაპიკებში უნდა ყველაფერი ხოდა ამ დროს გააჯმეინებენ მაგასაც მადრიდიდან😂😂
    წევრი [?]
    #6 2 სექტემბერი 2023 12:51
    9
    ახლა ნამდვილად ნორმალურად კარგათ თუარა დაკომპლექტებული გუნდი გვყავს თუ თავისი თამაში ითამაშეს ძირითადის 3 ფეხბურთელმა მაინც (გუნდო ლევანა პედრი) მართლა გავიწევთ ლიგისკენ, ახლა უკვე 90 % ხავიზეა ყველაფერი… სგ ძალიან კაი ფანჯარა გამოვიდა თან 102 მილიონიან მოგებაზე გავიდა გუნდი იანვარში როკეც გადმოვა მოკლედ ასე კმაყოფილი ბევრი წელია არ ვყოფილვარ ტრანსფერებით (ცოტა ფატიზე მწყდება გული მაგრამ ეპლში თუ ათამაშდა ნამდვილი მონსტრი იქნება მომავალში! 🤞🏻)
    Culé [?]
    #5 2 სექტემბერი 2023 12:47
    6
    ლაპორტა!!ყველა დროის უდიდესი პრეზიდენტი!!ესეიგი მბაპემ არ გაახანგრძლივა??😅🤦🏻‍♂️რა გამოდის უფასოდ გადავა რეალში?
    Culé [?]
    #4 2 სექტემბერი 2023 12:45
    5
    საღოლ ლაპო. არ იყო ცუდი ფანჯარა... რეალმა მბაპე ვერ დაიმატა, ისევ უნდა მივაწვეთ კბილებით ლალიგას...
    გულშემატკივარი [?]
    #3 2 სექტემბერი 2023 12:39
    4
    ყველა მოსაშორებელი მოიშორეს გუნდიდან. 1 წლით, მაგრამ ეს 1 წელი არ შემზიზღდება მაინც ფატის ღორობის და გარსია-ლანგლეს ტანჯვის ყურება. ერთი ალონსო დარჩა მოსაშორებელი, მაგრამ კაი, იყოს როტაციისთვის. მივესალმები ჟოაუებს ) ალემანის კიდე დიდი მადლობა, თავის საქმის პროფესიონალია. იმედია დეკუ მასზე უარესი არ იქნება
    ფანი [?]
    #2 2 სექტემბერი 2023 12:37
    8
    წელს ლიგის ფინალში ვართ <3
    ფანი [?]
    #1 2 სექტემბერი 2023 12:26
    13
    ლაპორტა, მხეცი კაცი ხარ 🤩