10 რამ, რაც ჟოაუ ფელიშის შესახებ უნდა ვიცოდეთ

10 რამ, რაც ჟოაუ ფელიშის შესახებ უნდა ვიცოდეთ

"ბარსელონა" გვთავაზობს ათ მნიშვნელოვან ფაქტს, რომლებიც გუნდის ახალწვეულის ჟოაუ ფელიშის შესახებ უნდა ვიცოდეთ.

  1. ჟოაუ ფელიში 1999 წლის 10 ნოემბერს პორტუგალიის ქალაქ ვიზეუში დაიბადა. ფელიშს 19 წლის ასაკში პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა და დღემდე მონაწილეობა ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე მიიღო. დღეის პორტუგალიური და ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ მოთამაშედ ითვლება.
  2. ჟოაუს უდავო ხარისხის დადასტურება 2019 წელს მოგებული გოლდენ ბოის ჯილდოა, რომელიც საუკეთესო 21 წლამდელ ფეხბურთელს გადაეცემა. ფელიშმა ისეთ მოთამაშეებს აჯობა, როგორებიც ერლინგ ჰოლანდი, კაი ჰავერცი და ჯეიდონ სანჩო არიან.
  3. ფელიში "ბარსელონას" ისტორიაში მეათე პორტუგალიელია. ის ლუიშ ფიგუს, ვიტორ ბაიას, ფერნანდო კოუტოს, სიმაო საბროსას, რიკარდო კუარეჟმას, დეკუს, ანდრე გომეშს, ნელსონ სემედუსა და ფრანსიშკუ ტრინკაუს შეუერთდა. მეთერთმეტე ჟოაუ კანსელუა, რომელიც "ბლაუგრანაში" ფელიშის შემდეგ გადავიდა.
  4. "ბენფიკას" ასაკობრივ გუნდებში თამაშის შემდეგ, ჟოაუ ფელიშმა პირველ გუნდთან ერთად პირველი ოფიციალური მატჩი 2018 წლის 18 აგვისტოს "ბოავიშტას" წინააღმდეგ ჩაატარა. სამი დღის შემდეგ კი "პაოკის" წინააღმდეგ მისი ჩემპიონთალიგური დებიუტი შედგა.
  5. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ფელიშს სამი ქვეყნის ჩემპიონატში უთამაშია. მისი დებიუტი პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში შედგა, შემდეგ "ატლეტიკოს" მაისურით ლა ლიგაში, ხოლო "ჩელსის" მაისურით პრემიერ ლიგაში იასპარეზა.
  6. ფელიში თავისი მშობლიური ქალაქის ელჩია. ვიზეუ ჟოაუ "ატლეტიკოში" გადასვლამდე დააჯილდოვა. 
  7. ჟოაუ 127 მილიონი ევროთი "ატლეტიკოსა" და პორტუგალიის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი გახდა.
  8. 19 წლისა და 152 დღის ფელიში 2019 წლის აპრილში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც ევროპა ლიგაზე ჰეთ-თრიქი შეასრულა.
  9. პორტუგალიელი "ატლეტიკოში" თამაშისას "ბარსელონას" რვაჯერ შეხვდა: 7-ჯერ ლა ლიგაში, ერთხელ კი ესპანეთის სუპერ თასზე. ფელიშმა 3 მატჩი მოიგო, 3 წააგო და 2 ფრედ ითამაშა.
  10. 22 წლის შემტევმა მადრიდულ კლუბში 131 შეხვედრა ჩაატარა, 34 გოლი გაიტანა და 16 ასისტი გააკეთა. ყველაზე შედეგიანი ის ლა ლიგაში იყო, სადაც მის ანგარიშზე 96 მატჩი, 25 გოლი და 13 ასისტია.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 2 სექტემბერი 2023 15:39
    0
    რავი რა ვთქვა, მთავარია გრიზმანი არ დაემართოს...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 2 სექტემბერი 2023 14:26
    4
    ამანაც თუ ვერ გაამართლა, მერე ატლეტიკოდან ტრანსფერი სამუდამოდ უნდ დაივუწყონ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 2 სექტემბერი 2023 13:49
    0
    ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ფელიშს სამი ქვეყნის ჩემპიონატში უთამაშია. მისი დებიუტი პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში შედგა, შემდეგ "ატლეტიკოს" მაისურით ლა ლიგაში, ხოლო "ჩელსის" მაისურით პრემიერ ლიგაში იასპარეზა.
    არა მგონია ახალგაზრდა ფეხბურთელის სატრაბახო გუნდიდან გუნდში სირბილი იყოს, თუ არ ჩავთვლით მაგალითად რონალდუს წინსვლას რომელმაც იგივე გზა გაიარა, ოღონდ მაღლა და მაღლა მიდიოდა, თან ტიტულებს და ოქროს ბურთებსაც აგროვებდა. იმედია ეს ჟოაოსთვის ბოლო გუნდია და ტიტულებსაც და გინდაც ოქროს ბურთებსაც აქ დაყრის.

    ციტატა: Zura Gviniashvili
    დაიწეროს ეხლა რამდენს ვუხდით ფელიშის და კანსელუს ხელფასს და კიდევ იჯარისთვის საკომისიოსაც რამდენს ვაძლევთ კლუბს

    რაც ზუსტად ვიცი ფელიშის იჯარაში სერესომ 15 მილიონი მოითხოვა პლიუს ხელფასი, აი ხელფასი არვიცი რამდენი აქვს. ალბათ ლაპორტა უკვე ეჩალიჩება დაკლებაზე.
    ფანი [?]
    #2 2 სექტემბერი 2023 11:15
    1
    დაიწეროს ეხლა რამდენს ვუხდით ფელიშის და კანსელუს ხელფასს და კიდევ იჯარისთვის საკომისიოსაც რამდენს ვაძლევთ კლუბს
    ფანი [?]
    #1 2 სექტემბერი 2023 10:30
    3
    დეკუს მერე წესიერი პორტუგალიელი არ გვყოლია და იმედია იზამს რამეს💘