მარკოს ალონსოს გუნდში 2024 წლამდე დარჩენა სურს

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მარკოს ალონსომ გასახდელ ოთახში განაცხადა, რომ წასვლას არ აპირებს და გუნდში კონტრაქტის ამოწურვამდე (2024) დარჩება.
ამავე წყაროს ცნობით, ესპანელი მარცხენა მცველით "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდება, მაგრამ ვეტერანი ფეხბურთელი ინგლისური კლუბის შეთავაზებას არ განიხილავს.
თავის მხრივ, AS-ის თანახმად, კატალონიურ გრანდს სურს, ალონსო გაუშვას, რადგან ეს სახელფასო ფონდს შეამცირებს. თანაც, ჟოაუ კანსელუს (რომელიც დაცვის ორივე ფლანგზე თამაშობს) ტრანსფერის შემდეგ გუნდს ალონსო დიდად არ დასჭირდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]