ლამინ იამალის მორიგი რეკორდი

ლამინ იამალი რეკორდების დამხობას განაგრძობს.
დღეს ახალგაზრდა ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში მეორედ მოხვდა და თავი კარგად წარმოაჩინა. მან გავის გოლისას ასისტი მიითვალა და ლევანდოვსკის მიერ გატანილი გამარჯვების ბურთიც მისი აქტიურობის შედეგად გავიდა.
OptaJose-ს ინფორმაციით, 16 წლისა და 45 დღის ასაკში იამალი 21-ე საუკუნეში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც ლა ლიგაში საგოლე გადაცემა გააკეთა.
ლამინმა თავისივე თანაგუნდელის, ანსუ ფატის შედეგი გააუმჯობესა, რომელმაც 2019 წლის სექტემბერში აქტივში ასისტი 16 წლისა და 318 დღის ასაკში ჩაიწერა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]