ვილიარეალი 3-4 ბარსელონა | მოგება დრამატულ ბრძოლაში

ვილიარეალი 3-4 ბარსელონა | მოგება დრამატულ ბრძოლაში

"ბარსელონამ" ლა ლიგის მე-3 ტურში "ვილიარეალი" დრამატულ მატჩში 4-3 დაამარცხა. 

"ბარსამ" 2 გოლი სტარტზევე გაიტანა - ლამინ იამალის ბრწყინვალე ასისტით გავიმ ანგარიში თავური დარტყმით გახსნა, მალევე კი ფრენკი დე იონგმა კატალონიელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა და გუნდი 15 წუთის შემდეგ უკვე სოლიდური სხვაობით იგებდა. მიუხედავად ამისა, 26-ე წუთზე ხუან ფოიტმა 1 ბურთი გაქვითა, 40-ზე კი ალექსანდერ სორლოტმაც შეაგდო და პირველი ტაიმი 2-2 დასრულდა.

მეორე ნახევრის დაწყებიდან მალევე, 50-ე წუთზე ალექს ბაენამ "ვილიარეალი" წინ გაიყვანა. "ცივი შხაპის" მიღების მიუხედავად, ჩავის შეგირდებმა მატჩი შემოატრიალეს - ჯერ, 68-ე წუთზე, ცვლილებაზე შემოსულმა ფერან ტორესმა წონასწორობა აღადგინა, ამ გოლიდან 3 წუთში კი რობერტ ლევანდოვსკიმაც (ლამინ იამალის დარტყმა მეკარემ მოიგერია, ძელიდან ასხლეტილი ბურთი კი პოლონელს მიუვიდა) გაიტანა და "ბარსელონამ" "სერამიკაზე" 4-3 მოიგო.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად 16 წლის ლამინ იამალი დასახელდა.

"ბარსა" ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში 3 სექტემბერს "ოსასუნას" დაუპირისპირდება. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 27 აგვისტო 2023 23:21
    2
    ფატიმ არ უპასა ლევანდოვსკის კარგ მდგომარეობაში მყოფს და რობერტამაც აბაროტი აუღო. მაგათი ერთმანეთი ჭამონ და ჩვენ ამის გამო გოლები ვანიავოთ? ორივე დასასჯელია, მაგრამ როგორ დასჯი არ ათამაშებ? ისედაც გვიჭირს თავდასხმაში.
    ფანი [?]
    #6 27 აგვისტო 2023 22:45
    0
    ციტატა: MESSI 2017
    ციტატა: Hendrik Johannes
    ციტატა: MESSI 2017
    მოდი ახლა ლევადოვსკი ფატის სიტუაცია გავარჩიოთ აშკარად მთავარი პორბლემაა გუნდში თუ ჩავის არ ჩავთვლით ლევანდოვსკიმ ფატი წინა სეზონშიც ამოიჩემა და ყველა კარაგდ ვხედავდით მაგრამ ამ სეზონში ლევანდოვსკი სრულიად განსხვავებულია სულ ჭიდაობს სუკ მსაჯს ეჩხუბება ბურთს ძალით ათრევს რაღაც აშკარად არ მოწონს ფატი კი პრესის ზეწოლას ვერ უმკლავდება ფერანი კიდე მაქსიმალურად ცდილობს დახმარებას ის ბოლო პასიც მეტყველებს როცა მცველმა ჩაჭრა ეგეთ პასს ფერანი ლევანდოვსკის მარტო 100იდან 5 შემთხვევაში მიცემდა ფატის ჯიდე 100იდან 90ში ლევანდოვსკის ეს ქმედებები გუნდზე დიდი გავლენას მოახდენს და სიტუაციას არევს აშკარად სკამზეა დასასმელი

    გარჩევა რათ უნდა - ორივე გასაშვებია და მორჩა საუბარი

    ახლა აღარსად წავკენ ლევადოვსკი შეიძლება მარა ფატი ვეღარ წავა სეზონის ბოლომდე ამათ კამათში გუნდი აირევა ჩავის კიდე ყვერები არ აქვს რომ ეს მოაგვაროს ენრიკემ მესის და სუარეზს დააყენებინა როცა შტეგენთან კონფლიქტი ქოდნდათ და ამათ წარმოდგენაც არ მინდა რას უზამდა გვარდიოლასაც ბევრჯერ მიუჯვამს ფეხბურთელებისთვის ჩავი კიდე ჯერ ამას ვერ ბედავს არადა ამხელა ავტორიტეტი აქვს კაცს ამიტოა საჭირო პუიოლი

    Mesis da suarezs raproblema qondat tershtegentan
    ფანი [?]
    #5 27 აგვისტო 2023 22:28
    1
    ეხ მგონი ფატიში ვცდებოდი და მართლა გასაშვებია. მაგრამ ესენი მოახერხებენ 50 ლიმონად გაშვებას😕 ეგაა საქმე ეს გაუშვა 30 აზრი? ვისი მომყვანები არიან?
    გულშემატკივარი [?]
    #4 27 აგვისტო 2023 22:20
    0
    ციტატა: MESSI 2017
    მოდი ახლა ლევადოვსკი ფატის სიტუაცია გავარჩიოთ აშკარად მთავარი პორბლემაა გუნდში თუ ჩავის არ ჩავთვლით ლევანდოვსკიმ ფატი წინა სეზონშიც ამოიჩემა და ყველა კარაგდ ვხედავდით მაგრამ ამ სეზონში ლევანდოვსკი სრულიად განსხვავებულია სულ ჭიდაობს სუკ მსაჯს ეჩხუბება ბურთს ძალით ათრევს რაღაც აშკარად არ მოწონს ფატი კი პრესის ზეწოლას ვერ უმკლავდება ფერანი კიდე მაქსიმალურად ცდილობს დახმარებას ის ბოლო პასიც მეტყველებს როცა მცველმა ჩაჭრა ეგეთ პასს ფერანი ლევანდოვსკის მარტო 100იდან 5 შემთხვევაში მიცემდა ფატის ჯიდე 100იდან 90ში ლევანდოვსკის ეს ქმედებები გუნდზე დიდი გავლენას მოახდენს და სიტუაციას არევს აშკარად სკამზეა დასასმელი

    გარჩევა რათ უნდა - ორივე გასაშვებია და მორჩა საუბარი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 27 აგვისტო 2023 22:13
    0
    MESSI 2017, მანამდე ფატიმ პასი არ მისცა და გააფუჭა,პასი რო მიეცა შეაგდებდა ლევანა
    Culé [?]
    #2 27 აგვისტო 2023 22:01
    3
    თვის თამაში კი გამოვიდა და ზუსტად ვიცოდი არ წაგებდნენ 👌
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 27 აგვისტო 2023 21:51
    2
    ფერანის და იამალის იმედი მაქვს შეტევაში❤️ ოსასუნასთან ლევანდოვსკი სკამზე უნდა გადასვას ჩავიმ.