ლამინ იამალის მორიგი რეკორდი

ლამინ იამალის მორიგი რეკორდი

Sport-ის ინფორმაციით, 16 წლის ლამინ იამალი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლის სატრანსფერო ღირებულებამაც Transfermarkt-ზე €25 მილიონს მიაღწია.

ეს აჩვენებს, რომ "ბარსელონას" მართლაც უდიდესი ტალანტი ეზრდება. მან ჩავი ერნანდესის ნდობა უკვე მოიპოვა და პირველი გუნდის განაცხადშიც რეგულარულად ხვდება.

იამალი "კადისთან" მატჩში (2-0) სასტარტო შემადგენლობიც კი მოხვდა და მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ის 84-ე წუთზე ფერან ტორესმა შეცვალა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 23 აგვისტო 2023 18:54
    0
    იმედია ამასაც არ გაუშვებენ 10-15 მილიონად სადმე.
    [?]
    #4 23 აგვისტო 2023 10:32
    1
    ციტატა: Gigazakaradze
    ანუ რამიკვირს იცით მანდამაიც ბარცაში და გრანდში უნდა იიყოოს რო ფასი მოემატოს ფეხბურთელს ? თუნდაც სხვა დივიზიონში 40+ გაიტანოს

    ფასი ყველგან ემატებათ თუ რეგულარულად კარგად თამაშობენ მარა გრანდში ბევრად უფრო სწრაფად. ბარსაში, სიტიში რეალში, 5-6 თამაში ჩაატარებინე, გააპიარე და ეგრევე ფასი ვარდება ტრანსფერმარკეტზე. მარა მერე მალევე მოდის უკან თუ პროგრესი შეწყდა. ფატის როგორც მოუვიდა. 80 ზე ავიდა ფასი უცებ, ახლა 35 ია და კიდე უკან მოდის.
    ფანი [?]
    #3 23 აგვისტო 2023 09:31
    1
    ანუ რამიკვირს იცით მანდამაიც ბარცაში და გრანდში უნდა იიყოოს რო ფასი მოემატოს ფეხბურთელს ? თუნდაც სხვა დივიზიონში 40+ გაიტანოს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 23 აგვისტო 2023 08:36
    3
    იმდენი ქნას 125 ეღიროს მომავალ წელს.
    Culé [?]
    #1 23 აგვისტო 2023 02:15
    5
    იმედს ვიტოვებ წლის ბოლოს 100 ეღირება