ივან ფრესნედა ბარსელონას ელოდება

ივან ფრესნედა ბარსელონას ელოდება

ESPN-ის ინფორმაციით, ივან ფრესნედა, საკუთარ მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კვლავ "ბარსელონას" ელოდება.

ესპანელმა მარჯვენა მცველმა "ბარსას" თანხმობა უკვე განუცხადა, მაგრამ კლუბში მის ტრანსფერზე ყველა ვერ თანხმდება. FFP-ს საკითხის მოგვარების შემთხვევაში, გამორიცხული არაა, "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" როგორც ჟოაუ კანსელუს, ასევე ფრესნედას შეძენაზე იმუშაონ.

ივანის პრიორიტეტი "ბარსელონაში" გადმოსვლაა, მაგრამ აცნობიერებს, რომ დრო გადის და თუ კატალონიური გრანდი არ იმოქმედებს, სხვა ვარიანტებზე გადაერთვება. მისი დამატებით "ჩელსი", "ვესტ ჰემი", "ბენფიკა", "პორტუ" და "სპორტინგი" ინტერესდებიან. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 18 აგვისტო 2023 22:19
    0
    გაავსეთ გუნდი მცველებით და გოლებს კუნდე გაიტანს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 18 აგვისტო 2023 19:16
    2
    ნეტავ ამდენი ტორესის ტრანსფერის დროს ეფიქრათ, ეგება გადავრჩენილიყავით და არც ობამა არ გაგვეშვა.
    გულშემატკივარი [?]
    #3 18 აგვისტო 2023 18:48
    1
    1 წელი დაგველოდე თუ არა და.....ძაან თუ უნდა დაგველოდება.
    Culé [?]
    #2 18 აგვისტო 2023 17:43
    3
    გული მიგრძნუბს ამ ბიჭს ტყუილად ვკარგავთ
    ფანი [?]
    #1 18 აგვისტო 2023 17:16
    4
    ტალანტი,რომ არ იყოს ბენფიკა არ დაინტერესდებოდა😀იყიდიან 15 მილიონად და გაყიდიან მერე ეპლში 80 მილიონად