ფერან ტორესი დღეს ხეტაფესთან თამაშს შეძლებს

ფერან ტორესი დღეს ხეტაფესთან თამაშს შეძლებს

რამდენიმე საპირისპირო ცნობის მიუხედავად ფერან ტორესი დღეს "ხეტაფესთან" თამაშს შეძლებს.

ლა ლიგის გასული გათამაშების ბოლო ტურში ესპანელმა შემტევმა ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც მისთვის სეზონში მე-5 გამოდგა. ძველი წესებით, თუ ფეხბურთელს 5 ყვითელი ბარათი ბოლო ტურის შემდეგ დაუგროვდებოდა, ის მომდევნო გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას გამოტოვებდა. სწორედ ამიტომ გავრცელდა ბოლო საათებში ინფორმაცია, რომ ტორესი "ხეტაფესთან" ვერ ითამაშებს.

თუმცა ეს წესი 2020 წელს შეიცვალა და მოქმედი რეგულაციებით ფეხბურთელი, რომელიც მე-5 ყვითელ ბარათს ბოლო ტურში მიიღებს, მომდევნო გათამაშების პირველ ტურში თამაშს შეძლებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 14 აგვისტო 2023 18:33
    0
    კარგია, შეტევაში დიდი კრეატივის შანსი იქმნება satisfied
    ფანი [?]
    #5 13 აგვისტო 2023 19:33
    0
    ტორესი და ფატი ბევრად კომფორტულად გრძნობს თავისი ჭკუისა და ასაკის "ბავშვებთან" შემოვლენ რისხვები იამალისა და ფერმინის სახით!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 13 აგვისტო 2023 18:05
    0
    ანუ უნდა ველოდოთ რომ შეიძლება " კადისის " რისხვა გადაიქცეს " ხეტაფეს " რისხვად ! smile smile
    Culé [?]
    #3 13 აგვისტო 2023 13:26
    3
    ტორესი საინტერესოა ოფიციალურ მატჩებში როგორ ითამაშებს. პრესეზონზე საუკეთესო იყო.
    Culé [?]
    #2 13 აგვისტო 2023 12:14
    6
    რაღა გვიჭირს ტორესის არყოფნა მართლაც დიდი დანაკლისია 😀
    ფანი [?]
    #1 13 აგვისტო 2023 12:13
    4
    კიდევ კარგიიი,მომეშვაა გულზე🥲