ბარსელონა იმედოვნებს, რომ ხეტაფესთან მატჩამდე 3 ფეხბურთელს დაარეგისტრირებს

"ბარსელონამ" უკვე მოახერხა ილქაი გიუნდოგანის დარეგისტრირება. ეს სიახლე ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისთვის, რადგან ფეხბურთელს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლებოდა "ბარსას" დატოვება იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდებოდა მისი დარეგისტრირება "ხეტაფესთან" გასამართ მატჩამდე, კონტრაქტის პუნქტის მიხედვით.
ნახევარმცველის დარეგისტრირების შემდეგ "ბარსა" იმედოვნებს, რომ მომდევნო 24 საათის განმავლობაში კიდევ სამი მოთამაშის დარეგისტრირებას შეძლებს, ესენი არიან: სერჟი რობერტო, აბდე ეზალზული და ორიოლ რომეუ.
რობერტოს ახალი კონტრაქტი ჯერ არ არის დარეგისტრირებული ლა ლიგაში, წინა კონტრაქტი კი ივნისის ბოლოს ამოიწურა. რომეუ გუნდს გასულ თვეს შეურთდა "ჟირონადან", აბდე კი ერთსეზონანი იჯარის შემდეგ დაბრუნდა "ოსასუნადან".
სამივე ფეხბურთელი მნიშვნელოვანი იქნება "ბარსასთვის" ამ სეზონში, ჩავი იმედოვნებს, რომ "ხეტაფესთან" მატჩში ისინი მის განკარგულებაში იქნებიან.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]