რაფინიამ და ფერან ტორესმა ნომრები შეიცვალეს
ფერან ტორესმა და რაფინიამ სათამაშო ნომრები შეიცვალეს.
მომდევნო სეზონიდან ბრაზილიელი 11, ხოლო ესპანელი შემტევი 7-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. აღნიშნული ინფორმაცია ლა ლიგის ოფიციალურ საიტზე "ბარსელონას" შემადგენლობის განყოფილებაში გვხვდება. უსმან დემბელე, რომელიც 7-ნომრიან მაისურს ატარებდა, "ბარსას" მოთამაშეებში ნომრის გარეშე წერია.
Sport-ის ცნობით, 11-ნომრიანი მაისური რაფინიამ მოითხოვა, რაზეც ფერან ტორესი სიამოვნებით დათანხმდა, რადგან მან დემბელეს წასვლით გათავისუფლებული 7 ნომერი დაისაკუთრა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 20 ]