ბარსელონელების შედეგიანობა და ესპანელთა მარტივი მოგება მსოფლიო ჩემპიონატზე
ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე ფლეი ოფების ეტაპი დაიწყო და "ბარსელონელების" გაბრწყინება 1/8-ფინალის პირველივე შეხვედრაში ვიხილეთ.
ესპანეთისა და შვეიცარიის დაპირისპირება "ლა როხამ" მარტივად, 5-1 მოიგო და მუნდიალის 1/4-ფინალში თამაშის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა.
თამაშის გმირად მოგვევლინა ამჟამად მსოფლიოს ალბათ საუკეთესო ფეხბურთელი, "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ლიდერი აიტანა ბონმატი. 25 წლის ნახევარმცველმა 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ "ბარსელონელების" გარეშე არცერთ გოლს ჩაუვლია. აიტანას გარდა 2-ჯერ თავი გამოიჩინა ლაია კოდინამ, რომელმაც ჯერ საკუთარ კარში გაიტანა კურიოზული გოლი, შემდეგ კი მეტოქის კარი აიღო.
"ბარსას" ფეხბურთელებიდან ესპანელთა სასტარტოში 6 ვიხილეთ: მეკარე კოლი, მცველები პარედესი, კოდინა და ბატლე, ნახევარმცველი ბონმატი და შემტევი პარალუელო. მათგან სრულად ითამაშეს კოლმა, პარედესმა, კოდინამ და ბატლემ. შეცვლაზე შევიდნენ ალექსია პუტელიასი და მარია პერესი, ხოლო მარიონა კალდენტეი სათადარიგოთა შორის დარჩა.
შვეიცარიელთა რიგებში სრულად ითამაშა "ბარსელონას" თავდამსხმელმა, ანა-მარია ჩრნოგორჩევიჩმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]