აგუერო: "მესი ჩემთვის ყოველთვის საუკეთესო იქნება"

აგუერო: "მესი ჩემთვის ყოველთვის საუკეთესო იქნება"

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდი, სერხიო "კუნ" აგუერო, აცხადებს, რომ თავისი თანამემამულე, ლიონელ ანდრეს მესი, მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. იტყობინება გავლენიანი ეპსანური გამოცემა "მარკა".

 

აგუერომ ხაზი გაუსვა მისსა და მესის ძალიან კარგ ურთიერთობას: "ჩემთვის მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და მუდამ ასე იქნება. ამას ყველას ვეუბნები. ბედნიერი ვარ, რადგანაც მის გვერდით ვასპარეზობ ეროვნულ გუნდში. ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ფეხბურთელი უბედნიერესი იქნებოდა, ლეოს გვერდით რომ თამაშობდეს. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის ჩემპიონატში (ლა ლიგაში) ერთმანეთის წინააღმდეგ ვთამაშობთ, მაინც ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს მე და ლეოს". დაასრულა არგენტინელმა ფორვარდმა, სერხიო აგუერომ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.