კრისტენსენსა და გიუნდოგანს ტრავმები არ აქვთ

ამ წუთებში "ბარსელონასა" და "რეალ მადრიდს" შორის ამხანაგური შეხვედრა მიმდინარეობს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე "ელ კლასიკოს" პირველ ტაიმში ჩავი ერნანდესს ორი იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუხდა. 29-ე წუთზე ანდრეას კრისტენსენის ნაცვლად მოედანზე ერიკ გარსია შევიდა, ხოლო 42-ე წუთზე ილქაი გიუნდოგანი სერჟი რობერტომ შეცვალა.
Cadena SER-ის ცნობით "ბარსას" გულშემატკივრებს სანერვიულო არაფერი აქვთ. ტრავმირებული არც კრისტენსენია და არც გიუნდოგანი, ორივე მათგანს უბრალო დისკომფორტი აქვს. მწვრთნელმა ისინი თავის დაზღვევის მიზნით შეცვალა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]