ჩავი მიიჩნევს, რომ პაუ პრიმი ბუსკეტსს ყველაზე მეტად ჰგავს

ჩავი მიიჩნევს, რომ პაუ პრიმი ბუსკეტსს ყველაზე მეტად ჰგავს

ჩავი ერნანდესი 17 წლის საყრდენი ნახევარმცველის, პაუ პრიმის პროგრესს დიდი ხანია, აკვირდება და მიიჩნევს, რომ ის სერხიო ბუსკეტსს ყველაზე მეტად ჰგავს.

Sport-ის ინფორმაიცით, ჩავი პრიმზე აქტიურად დაკვირვებას გააგრძელებს. ახალგაზრდა ფეხბურთელმა პირველ გუნდთან ერთად უკვე ბევრჯერ ივარჯიშა. მწვრთნელი ფიქრობს, რომ მას "ბარსაში" სათამაშოდ ყველაფერი აქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, განვითარება მართებს.

პაუ პრიმი ამჟამად 19-წლამდელთა გუნდის წევრია და ერთ-ერთი ახალგაზრდაა, რომელიც ჩავიმ პრესეზონის განაცხადში შეიყვანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 22 ივლისი 2023 16:43
    1
    ათამაშებს 20 წუთს, არც დუბლებში მისცემს შანსს არც ძირითადში და წლის ბოლოს გაყიდიან 2.5 მილიონად.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 22 ივლისი 2023 14:39
    0
    ხოდა წესით უნდა ათამაშოს კიდეც და დავაკვირდეთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 21 ივლისი 2023 19:10
    7
    მერე ათამაშოს გავიც მაგხელა არ იყო ძირითადის წევრი რო გახდა. სულ ყველას ხო დიდ ფულზე ვერ ვიყიდით, ეგ რეალის ტაქტიკა და სტრატეგიაა. ჩვენ ლა მასიაში აღმოვაჩინოთ ტალანტები. ბუსკეტსმაც მანდ არ ისწავლა თამაში თუ მასწავლებლები ანუ მწვრთნელები გამოილია ლა მასიაში.
    ფანი [?]
    #3 21 ივლისი 2023 18:39
    6
    ნიკო თითქოს მეიმედებოდა მაგრამ იმის ეფექტი იყო რომ გავისთან ერთად გამოჩნდა, ვალენსიაში დიდად ვერაფერი ქნა, ვნახოთ ეს ბიჭი რას იზამს, ჯერ ადრეა და ბუსკეცს ისევ ჩვენი აღზრდილი თუ ჩაანაცვლებს საბოლოოდ
    წევრი [?]
    #2 21 ივლისი 2023 18:20
    5
    კაი რა ნიკო ძმებო და დებო მაგის ფეხბურთელობა არ გაიშვას.ანდრე გომეშის დონეა
    ფანი [?]
    #1 21 ივლისი 2023 17:23
    3
    და ნიკო? რამე დაუშავა მაგ ბიჭმა ჩავის რო გატესტოს არა?