ოფიციალურად: პაბლო ტორე იჯარით ჟირონაში ითამაშებს
"ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომ პაბლო ტორე იჯარით "ჟირონაში" ითამაშებს.
20 წლის ფეხბურთელი კატალონიურ კლუბში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება.
ტორეს "ჟირონაში" განათხოვრება ორიოლ რომეუს "ბარსაში" ტრანსფერის ნაწილია. ესპანელის იჯარასთან ერთად, "ბლაუგრანა" ბარსელონურ კლუბს 4.5 მილიონ ევროს გადაუხდის.
"ბარსამ" პაბლო ტორე 2022 წლის ზაფხულში სანტანდერის "რასინგიდან" დაიმატა. ესპანელმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პირველ გუნდში 13, ხოლო მეორე გუნდში - 3 მატჩი ჩაატარა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]