კასილასი: ”სასიამოვნოა მესის წინააღმდეგ თამაში”

  • 10-06-2011, 10:13
  • კასილასი: ”სასიამოვნოა მესის წინააღმდეგ თამაში”

    ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის ”რეალის” კაპიტანმა - იკერ კასილიასმა ისაუბრა თავის პრინციპულ მეტოქის შესახებ.

    ნებისმიერი მეკარისთვის რთულია, როდესაც მას უწევს ლეო მესის შეტევის მოგერიება.” - განაცხადა 30 წლის მეკარემ. ”მიუხედავად ამისა, მე ყოველთვის მსიამოვნებს მის წინააღმდეგ თამაში. შენი თავი სწორედ საუკეთესოებთან უნდა გამოსცადო. მთავარია, რომ ასეთი ფეხბურთელები მაქსიმალურად მოიშორო საკუთარი კარის სიახლოვიდან - შორიდან დარტყმული ბურთის მოგერიება გაცილებით მარტივია, ვიდრე ახლოდან.” - ღიმილით თქვა იკერ კასილიასმა.

    შეგახსენებთ, რომ ლიონელ ანდრეს მესიმ მიმდინარე სეზონში სამჯერ დალაშქრა იკერ კასილიასის კარი. პირველად ეს მოხდა ესპანეთის ჩემპიონატის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში, ხოლო ოდნავ მოგვიანებით ლეომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალურ მატჩში დუბლი შეასრულა მადრიდის ”რეალის” წინააღმდეგ.


    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: მესი
    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV