ბარსელონა და ლამინ იამალი ახალი კონტრაქტის ყველა დეტალზე შეთანხმდნენ

ბარსელონა და ლამინ იამალი ახალი კონტრაქტის ყველა დეტალზე შეთანხმდნენ

ლამინ იამალი დღეს 16 წლის გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას "ბარსელონასთან" პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმების უფლება აქვს.

ავტორიტეტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით "ბლაუგრანამ" ახალგაზრდა ტალანტის აგენტთან, ჟორჟე მენდეშთან ახალ კონტრაქტზე სრულ შეთანხმებას მიაღწია. იამალის ახალი ხელშეკრულება მოქმედი 2026 წლამდე იქნება. ვრცელდება ცნობები, რომ მხარეებმა კონტრაქტის კიდევ 2 წლით გახანგრძლივების შესაძლებლობაც გაითვალისწინეს.

ლამინ იამალი ამჟამად "ლა მასიას" მთავარი ტალანტია. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. 16 წლის შემტევი მომდევნო სეზონში პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშებს, მაგრამ ძირითადად "ბარსა ატლეტიკში" ითამაშებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 14 ივლისი 2023 17:10
    0
    ხო ამის ყურებაში ფატის ახალგაზრდობა მახსენდება, მაგრამ ერთი ტრამვა და მორჩა ფეხბურთელი.
    Culé [?]
    #3 14 ივლისი 2023 01:25
    2
    პირველივე თამაშში უმაგრესი შთაბეჭდილება დატოვა და იმედია ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელი დადგება. ცუდი ის არის რომ მარჯვენა ფლანგზე დემბელე, იამალი, რაფინია და ტორესი გვყავს. ტორესს ვერ ყიდიან და გამოდის, რომ 4 ისეთი ფეხბურთელია მაგ პოზიციაზე, რომლებსაც დიდი სათამაშო დრო ჭირდებათ. მარცხნივ კი მხოლოდ საცოდავი ფატია, დემბელეც აშკარად მარჯვნივ უკეთესია. მოკლედ მარცხენა ვინგერზე იჩალიჩონ რომეუს მოყვანას ჯობია.
    Culé [?]
    #2 13 ივლისი 2023 18:56
    6
    რაც ითამაშა ძალიან კარგი იყო ფატივით მაგრამ იმედია ფატიზე კარგ გზას წავა ეჰ ტრამვა რომ არა ბეტისთან ფატიც კარგ დონეზე იქნებოდა ეხლა
    [?]
    #1 13 ივლისი 2023 18:54
    8
    კარგია. ესეთი ბიჭები თუ გაისვრიან თორე...