ალექს კოლიადო ბეტისში უფასოდ გადადის

"ბარსელონას" 24 წლის შემტევი ალექს კოლიადო კარიერას "ბეტისში" განაგრძობს. Mundo Deportivo-ს ცნობით ესპანელი ფეხბურთელი "ბლაუგრანას" უფასოდ დატოვებს.
კოლიადოს კატალონიელებთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს, მაგრამ "ბარსამ" გადაწყვიტა, სახელფასო ხარჯის გამოთავისუფლების მიზნით, მასთან ხელშეკრულება გაწყვიტოს. სანაცვლოდ ფეხბურთელი დარჩენილი ხელფასის (დაახლოებით 3 მილიონი ევრო) ნახევარზე მეტზე უარს იტყვის.
Mundo Deportivo-ს ცნობით "ბარსელონა" კოლიადოს მომდევნო ტრანსფერიდან 30%-ის მიღების უფლებას შეინარჩუნებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]