ინიგო მარტინესის პირველი კომენტარი ბარსელონაში გადმოსვლის შემდეგ

"ბარსელონას" ახალწვეულმა, ინიგო მარტინესმა კატალონიურ გუნდში გადმოსვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
აქ დიდი ენთუზიაზმით მოვედი და მინდა, გუნდს მოვახმარო ყველაფერი, რაც მაქვს. ასეთ დიდ კლუბში გადმოსვლა ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ამას ბევრი წელი დასჭირდა, მაგრამ საბოლოოდ კარიერაში გადავდგი ის ნაბიჯი, რომელიც ყველა ფეხბურთელის მიზანია.
"ბარსელონამ" პირველივე წუთიდან დიდი ნდობა გამომიცხადა. მინდა, ამას მოედანზე ვუპასუხო. ვეცდები, მაქსიმუმი გავიღო და ყველა შესაძლო ტიტული მოვიგო. მაგრამ ვიცით, რომ ეს ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. თუ ფორმაში ვიქნებით და გუნდი ისე ითამაშებს, როგორც ამას წინა სეზონში აკეთებდა, შედეგიც მოვა.
მუშაობის დაწყებასა და ახალ თანაგუნდელებთან შეხვედრას მოუთმენლად ველი.
ფეხბურთს დიდი ხანია, ვთამაშობ და მჯერა, რომ გუნდისთვის ბევრი რამის მიცემა შემიძლია. დიდი გამოცდილება მაქვს და ვეცდები, დაცვას ვულიდერო. დაცვაში თამაში ძალიან მომწონს და ეჭვი არ მეპარება, რომ თავს ყველაფერს კარგად გავართმევ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]