ბარსელონა ჟოაუ კანსელუს დამატებაზე ისევ ფიქრობს

ბარსელონა ჟოაუ კანსელუს დამატებაზე ისევ ფიქრობს

"ბარსელონა" დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერებაზე ზრუნვას განაგრძობს და ერთ-ერთ ვარიანტად კვლავ ჟოაუ კანსელუს ვარიანტს განიხილავს.

ბოლო დროს 29 პორტუგალიელი უნივერსალის სახელი იშვიათად ისმის. Sport-ის ცნობით "ბლაუგრანაში" მის დამატებას არ გამორიცხავენ, მაგრამ კლუბში ხვდებიან, რომ ეს საკმაოდ რთული იქნება.

ერთი პრობლემა ისაა, რომ "მანჩესტერ სიტის" კანსელუს გაყიდვა სურს, "ბარსას" კი ფეხბურთელის მხოლოდ იჯარით აყვანა შეუძლია.

მეორე პრობლემას კი ხელფასი ქმნის. ჟოაუს ამჟამინდელი ანაზღაურების შემთხვევაში "ბარსას" მისი ხელფასი მომდევნო სეზონში დაახლოებით 17 მილიონი ევრო დაუჯდება, რაც კატალონიური კლუბისთვის ძალიან ბევრია. "ბლაუგრანაში" გადმოსვლის შემთხვევაში კანსელუს ანაზღაურების მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 4 ივლისი 2023 01:15
    0
    რამდენს ფიქრობენ და ბოლოს ელჩედან გადმოიყვანენ იჯარით ვინმეს.
    Culé [?]
    #5 3 ივლისი 2023 16:58
    0
    17 მილიონი არა კვახი მაგ ხელფასით არაბები თუ წაიყვანენ სხვა ვის რაში ჭირდება ბავარიის სკამის მხეხავი
    ფანი [?]
    #4 3 ივლისი 2023 16:50
    0
    მოსაყვანია აუცილებლად
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 3 ივლისი 2023 15:18
    2
    მოკლედ, მარტო ჩვენ ვართ ჩმორებივით მიყუჩებულები. ხმის ამოღებას რო ვერ ბედავენ. რას წელავენ დაურეკონ პეპს და შესთავაზონ იჯარა გამოსყიდვის უფლებით. ან ხოს იტყვის ან არას, ხომ? სხვა ვარიანტი არსებობს? ამდენ ფიქრში კარგავენ დროს და მერე ვიგებთ თურმე მბაპეს გვაძლევდნენ იაფად, ჰოლანდსაც ჯერ კიდევ ბორუსიაში გადასვლამდე. ისე რომ ხანდახან მგონია ამათ ბართომეუმ დიდი შიშები დაუტოვა და ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავენ. არც წილის გაყიდვა არ უნდათ, ვერც ფეხბურთელებს ვერ ყიდიან და რის იმედზე არიან? გუნდში სულ 13 ფეხბურთელი ყოლიათ დარეგისტრირებული.
    Culé [?]
    #2 3 ივლისი 2023 14:18
    1
    უეჭველი მოსაყვანია, მარჯვენა მცველი არ გვყავს და ეს დახატავდა ბარსას, თან მარცხნივაც თამაშობს და რო რამე ბალდე გაღლევდრს ეს შეცვლის
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 3 ივლისი 2023 13:54
    4
    ე ბიჭო ან დაიმატეთ ან შეეშვით რათ უნდა ამას ფიქრი რაათ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued