უარი იუნაიტედს, ტოტენჰემსა და პსჟ-ს - ვიტორ როკე მხოლოდ ბარსაზე ფიქრობს
რამდენიმე ევროპული გუნდი ცდილობს, ვიტორ როკეს "ბარსელონაში" გადმოსვლა გადააფიქრებინოს, მაგრამ უშედეგოდ.
ცნობილია, რომ 18 წლის ბრაზილიელი ტალანტის "ბლაუგრანაში" გადმოსვლა თითქმის გადაწყვეტილია. ამისთვის საჭიროა, რომ "ბარსამ" ფინანსური ფეარ ფლეის პრობლემები მოაგვაროს.
Mundo Deportivo-ს ცნობით ბოლო დღეებში როკეს წარმომადგენლებს "მანჩესტერ იუნაიტედიდან", "ტოტენჰემიდან" და "პარი სენ-ჟერმენიდან" დაუკავშირდნენ და სთხოვეს, აზრი შეეცვალა. თუმცა პასუხად მიიღეს, რომ ვიტორ როკე მხოლოდ "ბარსელონაში" თამაშზე ფიქრობს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]