ჟოან ლაპორტასა და ხავიერ ტებასს შორის კარგი ურთიერთობაა
"ბარსელონას" და ლა ლიგას პრეზიდენტებს, ჟოან ლაპორტასა და ხავიერ ტებასს შორის პიროვნულად კარგი ურთიერთობაა იმის მიუხედავად, რომ საჯარო გამოსვლების დროს ისინი ერთმანეთს კვლავ აკრიტიკებენ.
Sport-ის ცნობით ლაპორტა და ტებასი ერთმანეთს 3 კვირის წინ ბარსელონაში შეხვდნენ. ამ შეხვედრას კიდევ ერთი პირი ესწრებოდა. კამერების გარეშე შეხვედრის მიზანი მხარეებს შორის არსებული ძალიან დაძაბული ურთიერთობის დარეგულირება იყო და მიზანი მიღწეულია - ახლა ჟოანსა და ხავიერს კარგი ურთიერთობა აქვთ.
ლაპორტასა და ტებასს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც "ბარსას" პრეზიდენტის პოსტზე ახლადდაბრუნებულმა ლაპორტამ სუპერ ლიგის პროექტს მხარი დაუჭირა. მას შემდეგ ლა ლიგა "ბარსელონას" ყველა ქმედებას გამადიდებელი შუშით აკვირდება და ყველანაირად ცდილობს, დისკომფორტი შეუქმნას. ვნახოთ, როგორ იმოქმედებს პრეზიდენტებს შორის ურთიერთობის დათბობა "ბლაუგრანაზე".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]