ბარსელონამ ორიოლ რომეუს ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყო

Esport3-ის ინფორმაციით, "ბარსელონამ" ორიოლ რომეუს ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყო.
გავრცელებული ცნობებით, 31 წლის კატალონიელი ბარსელონაში სახლს ეძებს და რამდენიმე დღეში ახალ საცხოვრებელში გადასვლას გეგმავს.
მომდევნო საათებში მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაჩქარდება.
რომეუ "ლა მასიას" აღზრდილია - ის "ბარსას" აკადემიაში 2004/2008 წლებში ირიცხებოდა, 2008/2011 წლებში კი სარეზერვო გუნდში თამაშობდა. მას პირველ გუნდში 2 მატჩი ჩაუტარებია.
ორიოლს "ბარსელონადან" წასვლის შემდეგ "ჩელსიში", "ვალენსიაში", "შტურგარტსა" და "საუთჰემპტონში" უთამაშია, ამჟამად კი "ჟირონაში" ასპარეზობს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]