ბარსელონა ლა ლიგას ხეტაფეთი იწყებს და სევილიათი ამთავრებს

ესპანეთის ჩემპიონატის 2023/24 წლების გათამაშების წილისყრა დასრულდა და პირველი ტურის წყვილები ცნობილია.
ლა ლიგის პირველ ტურში, რომელიც 13 აგვისტოსაა ჩანიშნული, მოქმედი ჩემპიონი "ბარსელონა" "ხეტაფეს" სტუმრად დაუპირისპირდება.
პირველ ტურში სტუმრად ითამაშებს კატალონიელთა მთავარი კონკურენტი, "რეალ მადრიდიც", რომელიც "ბილბაოს" ბასკეთში დაუპირისპირდება.
ბოლო ტურში "ბარსელონა" ასევე სტუმრად ითამაშებს, ამჯერად "სევილიასთან". "რეალ მადრიდი" კი ბოლო ტურში მეორე სევილიურ გუნდს, "ბეტისს" საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]