ჩავი: რთულია, იყო მესი

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი ლიონელ მესის მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას ჟერარ რომეროსთვის მიცემულ ინტერვიუში გამოეხმაურა.
ბოლო დღეებში შევატყვე, რომ ის ჩვენთან დაბრუნებას ნათლად ვეღარ ხედავდა. მას უნდა გავუგოთ. იყო მესი, არაა ადვილი. ბოლო ორი წლის განმავლობაში ის ბედნიერი არ ყოფილა. მესმის, რომ მას ასეთ წნეხში ცხოვრება აღარ სურდა. მასთან ბევრს ვსაუბრობ.
საბოლოოდ მისი დაბრუნება არ გამოვიდა. მან არსებული გარემოებები ძალიან კარგად ახსნა. მას უფრო მშვიდი და ოჯახური ცხოვრება სურს. ეს მესის პირადი გადაწყვეტილებაა და მას პატივი უნდა ვცეთ, რადგან ლეო ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]